საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს ემოციური პოსტით მიმართავს:
„ეს არ არის ის შედეგი და ის თამაში, რაც ყველას გვინდა.
ვიცი, რომ ყველას გვინდა ისევ ის ფეხბურთი ვაჩვენოთ, რომელიც სიამაყეს და სიხარულს გვანიჭებდა.
ახლა ეს არ გამოგვდის და ამის დანახვა ჩვენთვისაც ძალიან რთულია.
მაგრამ მჯერა, რომ ეს მომენტი შეიცვლება. მჯერა, რომ მოვა ის თამაშიც და ის შედეგებიც, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა.
ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას“, - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო შეხვედრებში არც ისე დამაჯერებლად იასპარეზა. „ჯვაროსნებმა“ 25 სექტემბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 წააგეს, 28 სექტემბერს უკრაინას 0:0 დაუზავდნენ, 2 ოქტომბერს კი უნგრეთთან 0:1 დამარცხდნენ. ბოლო შეხვედრაში, 5 ოქტომბერს, საქართველომ ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად 0:0 ითამაშა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სხვა გზა არ მქონდა, ვერ გადავრჩებოდი“ – მაია ასათიანი ტელევიზიაზე და ახალ საქმიანობაზე