Digest Logo

„მჯობნის მჯობნი არ დაილევა - ამიტომ, ყოველთვის შეედარე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას და არა სხვას“ - თათა გიორგობიანი

1771317423
თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს“ ბენდის წევრი თათა გიორგობიანი ფსიქოლოგის პროფესიას ეუფლება და სოციალურ ქსელში თავის ცოდნას ადამიანებს უფასოდ, გასაგები ენით უზიარებს.

ამჯერად თათა სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

„გახსოვდეს, თუ სხვა ადამიანი გაღიზიანებს, ის შეიძლება შენი იუნგიანური ჩრდილი იყოს. ანუ, მას აქვს რაღაც ის, რასაც შენ საკუთარ თავში ახშობ. ჯანსაღი ბრაზი მხოლოდ დაცვას ემსახურება და არა შეტევას.

სხვასთან თავის შედარება უსასრულო უსამართლობის გრძნობით შეპყრობას ნიშნავს; ასევე, უსასრულო უკმაყოფილებას რაიმეთი ნაკლებობის გამო;

ეს შურისა და არაჯანსაღი კონკურენციის დასაწყისია - რამაც შემდეგ შეიძლება ბევრი ცუდი რამ გაკადრებინოს.

ამიტომ, დასაწყისშივე თქვი უარი სხვასთან შედარებაზე, რადგან ყველა ადამიანი უნიკალურია და ყველას თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები აქვს;

მჯობნის მჯობნი არ დაილევა - ამიტომ, ყოველთვის შეედარე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიას და არა სხვას.

მიიღე საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხარ, შენი შავ-თეთრი მხარეებით და მიეცი მას ბედნიერების უფლება, ახლა, აქ და ყოველთვის !

ცხოვრებას შეუძლია იყოს ჯოჯოხეთურიც და მშვენიერიც, დანარჩენი შენზეა. იპოვე შენი ჩრდილი და დაამუშავე“, - წერს თათა გიორგობიანი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 პროკურატურა: ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე გახსნილია, ძმებ კაკულიებს ბრალი დაუმძიმდათ

⭕„თუ ეს მოხდება, სიკვდილის არათუ შეგვეშინდება — იგი მოსაძიებელი გახდება“ - თეოდორე გიგნაძე

⭕„ნებისმიერი წამოწყება იძლევა წარმატების დიდ შანსებს“ - 17 თებერვლის მეტაფიზიკური პროგნოზი