Digest Logo

„მხოლოდ ისინი მოვიდნენ დროში მარადისობიდან... მხოლოდ მათთან ერთად ცოცხლობ ნამდვილად“ - რას წერს გია მურღულია

1720451097
გია მურღულია

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც დროის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, სიკეთე და სიყვარული ადამიანს ცხოვრებას უხანგრძლივებს.

„დრო ბორკილებია, რომელიც ცდილობს, ადამიანი მარადისობის გზაზე შეაფერხოს, თუმცა ნაწილი როგორ დაამარცხებს მთელს?
არ იყავი, ხარ და არ იქნები.
არც ადრე, არც შემდეგ - მხოლოდ ახლა.
დრო ცოტა ხნით წუთისოფელში გვაყოვნებს: „კვლა აქა სულსა დაუბამს“, მაგრამ „მოვა სიკვდილი უჩინო“, მარადისობის ელჩი, „ერთ წამში აგვყრის იარაღს“ და დაუსრულებელთან მისასვლელად გაგვათავისუფლებს დროის ბორკილებისგან.
მხოლოდ ეს ელჩი აძლევს სიცოცხლეს აზრს, რადგან მას მთლიანად ხედავს.
ამიტომაც ამბობს ვაჟა:
„ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენით“.
არადა, სასიამოვნო ბორკილებია - პირველი წამიდან თავს გვამახსოვრებს და არსად წასვლა არ უნდა.
ახალი დღე გათენდა - დროის ნაწილი, რომელიც, თავის მხრივ, მარადისობის ნაწილია.
ნაწილი ვერასდროს აჯობებს მთელს.
ვერც ჩვენში აჯობებს.
„მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან, შვილნი სოფლისა, უნდა კიდეცა მივდიოთ მას...“
უნდა ვიცხოვროთ - სიკეთისა და სიყვარულისთვის რაღაც შევქმნათ, სანამ ჩვენშიც მარადისობა არ ჩაანაცვლებს დროს.
ერთხანს ასე იქნება.
...სიკეთისა და სიყვარულისთვის.
მხოლოდ ისინი მოვიდნენ დროში მარადისობიდან.
მხოლოდ მათთან ერთად ცოცხლობ ნამდვილად“, - წერს გია მურღულია.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გამიკვირდა, რომ რონალდომ თამაშში ჩემთან კონტაქტზე დაიწყო აპელირება” - რას ჰყვება ლუკა ლოჩოშვილი

„თუ გინდა, რომ პარტნიორმა არ გიღალატოს, არსებობს პატარა საიდუმლოებები...“ - რას ამბობს ანზორ ოდიშარია

„ან როცა ადამიანებს ვაქებთ მაშინ დავფიქრდეთ, ან როცა ვლანძღავთ მაშინ, ყველას მოსაწონი მოსაზრებები არ არსებობს“ - გოგა ჩანადირი