Digest Logo

„მკვდარი ბავშვები არ გაცოცხლდებიან... ქართველებმა იმდენი ომი წავაგეთ, ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომ გენეტიკური ახალი შრამები გაგვიჩნდა“ - რას წერს თანდაშვილი?

1648109601
თანდაშვილი უკრაინის ომზე

თამუნა თანდაშვილი, რომელიც ფართო საზოგადოებამ კორონავირუსის პერიოდში საკუთარი ისტორიების გაზიარებით გაიცნო, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ წერს.

„ხომ გადაიღებს თოვა, ომიც ოდესმე ხომ დამთავრდება, უძილო ღამეებიც ხომ გადათენდება, კოვიდშრამებსაც ხომ მოვიშუშებთ, მაგრამ მკვდარი ბავშვები არ გაცოცხლდებიან... არც მოხუცები, არც ახალგაზრდები... უდანაშაულოები
ყველაზე დიდი სიბოროტე დედამიწას გაისრუტავს და თან წაიღებს სიცოცხლის უპირობო სიყვარულს.

ჩვენ, ქართველებმა იმდენი ომი წავაგეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში რომ გენეტიკური ახალი შრამები გაგვიჩნდა - უაზრო აჟიტირება, მერე უაზრო ჩაფუშვა, რაგბი ჩვენი თამაშია! ქართველმა მოიგო ჩემპიონატი!

მოგება, მოგება, მოგება!

ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსი მსოფლიოში!

რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ!

მართლა?!

ჩვენ რომელ ომს მოვიგებთ, სად ჩავაქრობთ პირღია ცეცხლის კერებს, ვის დავუმსხვრევთ ოცნების ფერად კოშკებს
ყოველ დღე, ჩვენ ვწყვეტთ, დამოუკიდებლად… სახლში, ოჯახში, ეზოში, სოციუმში სხვადასხვა საშიში იარაღით: ყველაზე მეტად ენით...

ხომ გადაიღებს თოვა, ომიც ოდესმე ხომ დამთავრდება, უძილო ღამეებიც ხომ გადათენდება,
კოვიდშრამებსაც ხომ მოვიშუშებთ, მაგრამ როდის მოვიგებთ შხამიანი ენით ყოველდღე წაგებულ ომს?!
ეგ არ ვიცი“,- წერს თანდაშვილი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ადამიანებმა უნდა იცოდნენ, როგორ პირობებში უწევთ მუშაობა ხალხს, ვინც სხვისი დახმარებისთვის სამუშაოს ვერ ტოვებს“ - ფარმაცევტი ხარკოვიდან

🔵უკრაინაში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

🔵„წინააღმდეგობრივი, ერთმანეთის გამომრიცხავი მოვლენების დღეა, ამიტომ არ ღირს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება“ - ცაგარელის რჩევა