Digest Logo

„მოახერხა ადამიანების უპირობო სიყვარული!...მტრობა სიყვარულით ჩავანაცვლოთ, მხოლოდ ეს იქნება ჩვენი გადარჩენის გზა“ - ზურა ხაჩიძე ლაშა ბასლანძეზე

1762263808
ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ბიზნესმენ ლაშა ბასლანძეს ემშვიდობება და საზოგადოებას მიმართავს:

„დაგვიტოვა წარმოუდგენლად დიდი სიცარიელე, არ ვიცი როგორ ვიცხოვროთ მის გარეშე!
ერთი თხოვნა მაქვს ყველა თქვენგანთან!

ცოტა მეტად შევიყვაროთ და შევუნდოთ ერთმანეთს. ვეცადოთ ლაშას მივბაძოთ და სიკეთის კეთებით სამყარო უკეთესი გავხადოთ, ჩვენი სამშობლო მაინც.

მის დაკრძალვაზე უამრავი ადამიანი მოვიდა, ზღვა ხალხი. ერთმა სოხუმელმა ბიჭმა, იმხელა სიყვარული დატოვა, რომ კიდევ ბევრის გაოცება მოახერხა. ერთად შეკრიბა სხვადასხვა შეხედულების ადამიანი, ჩაგვახუტა, გაგვაერთიანა. ერთმანეთს ვუსამძიმრებდით ძმის და მეგობრის დაკარგვაა. მოახერხა ადამიანების უპირობო სიყვარული! თურმე შეგვძლებია.

ლაშამ მისი გავლილი გზით ბევრი მაგალითი გვაჩვენა სიკეთის კეთების.
მჯერა, რომ მისი ცხოვრება ყველა ჩვენგანისთვის იქნება მაგალითი.

იქნებ ვეცადოთ, დავფიქრდეთ და მტრობა სიყვარულით ჩავანაცვლოთ, მხოლოდ ეს იქნება ჩვენი გადარჩენის გზა.
უფალმა მოიხსენოს ლაშას სული სადაც მართალი განისვენებენ და ღმერთი იყოს მისი და ჩვენი ოჯახების მფარველი! ამინ“, - წერს ზურა ხაჩიძე.

ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში 2025 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა.

ლაშა ბასლანძის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, გავრცელებული ინფორმაციით კი იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ლაშა ბასლანძე პროდიუსერი და რესტორან „ქვევრის“ მფლობელი გახლდათ. ლაშას პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ელენე ჰყავს, რომელთან ერთადაც იტალიაში გარდაცვალებამდე მოგზაურობდა.

მისი მეუღლე მომღერალი სალომე ბაკურაძეა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათ ერთი საერთო შვილი, 9 წლის სანი ჰყავთ.

ლაშა ბასლანძე დღეს, 4 ნოემბერს დაკრძალეს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„მსუბუქი იყოს შენთვის აფხაზეთიდან ჩამოტანილი ქართული მიწა“ - ნინო წილოსანი ლაშა ბასლანძეს

⭕„გპირდები, რომ სულ მეყვარება შენი ოჯახი... მადლობა ძმობისთვის“ - ლაშა ბასლანძეს მეგობარი ემოციურად ემშვიდობება

⭕ზვავის ჩამოწოლის შედეგად ნეპალში 7 ალპინისტი დაიღუპა