Digest Logo

„მომავალი მოდელი“ - ანუკი ქორქია შვილის უსაყვარლეს ფოტოებს აქვეყნებს

1747208414
ანუკი ქორქია

მოდელი და ტელეწამყვანი ანუკი ქორქიას საზოგადოება ტელეეკრანებიდან იცნობს, თუმცა ბოლო დროს ის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და დიდი აქტიურობით არც სოციალურ ქსელში გამოირჩევა.

ანუკი ქორქია 36 წლისაა. ის პროფესიით სტომატოლოგია, თუმცა ამ სფეროში არ საქმიანობს. ანუკიმ მომავალი მეუღლე, კახა ჩიქოვანი, ინტერნეტით გაიცნო. მაშინ კახა ერთ–ერთ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა. წყვილმა ჯვარი 2012 წლის 19 იანვარს ამაღლების ტაძარში დაიწერა. ამ დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი მეგობრები შეიკრიბნენ, გრანდიოზული ქორწილი კი მოგვიანებით შედგა.

კახასა და ანუკის პირველი შვილი გიორგი 2013 წელს შეეძინათ, 2019 წელს კი გოგო, რომელსაც დის, ლიკუნა ქორქიას პატივსაცემად, ლიკა დაარქვეს.

ანუკი ქორქია პატარა ლიკას ფოტოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს:

„მომავალი მოდელი“.

„საოცრად ლამაზი გოგოა“.

„აუ, რა სიყვარულია, მეტიჩარა“, - წერენ სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „როგორი საყვარლები, ნიჭიერები და ლამაზები ხართ“ - ლიზა ჩიჩუას და ქეთი ასათიანის არაჩვეულებრივი დუეტი

🎥 „ბავშვობაში რომ ვოცნებობდით, ზუსტად ისეთი ჯადოსნური მეჯლისი მოაწყვეს“ - რა კადრებს გვიზიარებს ნუცა ცისკარიშვილი

🎥 საქართველოს ხმა „ევროვიზიაზე“ იუბილარია - როგორ ულოცავენ მარიამ შენგელიას დაბადების დღეს