
ლიზა ჩიჩუა ცნობილი ექიმების, გიორგი ჩიჩუასა და ქეთი ასათიანის ქალიშვილია. 23 წლის ულამაზესი გოგონა მომღერალი გახლავთ. იგი ტელეწამყვანის და ბიზნესმენის ირაკლი მაქაცარიას მეუღლეა. წყვილმა 2022 წელს იქორწინა, მათ 2 შვილი ჰყავთ.
ლიზა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, გამომწერებს ხშირად უზიარებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ლიზამ დედასთან ქეთი ასათიანთან ერთად გადაცემაში „მიმღერე“ სიმღერა - იაგუნდი შეასრულა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა:
„ასე ყველანაირად შემკობილი დედა-შვილი არიან. ვიზუალურად, ინტელექტუალურად ხომ მაგრები არიან და ხმებიც საოცარი ამოსდით პირიდან“.
„მეამაყება, რომ საქართველოში ასეთი ნიჭის ზეიმია“.
„როგორი საყვარლები, ნიჭიერები და ლამაზები ხართ ადამიანებო“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 საქართველოს ხმა „ევროვიზიაზე“ იუბილარია - როგორ ულოცავენ მარიამ შენგელიას დაბადების დღეს