Digest Logo

„მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი...“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან

1770133511
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს. ამჯერად იგი ქარს და ცივ ამინდს აანონსებს:

„მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება.

სანაპიროზე და დასავლეთ საქართველოში დღეს - 3 თებერვლის შუადღის საათებიდან, ამინდი მკვეთრად შეიცვლება, მოსალოდნელია ძლიერი დასავლეთის ქარი 22 მეტრ წამამდე და წვიმა.

აღმოსავლეთ საქართველოში - საღამოს საათებიდან მოსალოდნელია ძლიერი ჩრდილო-დასავლეთის ქარი 28 მეტრ წამამდე.

ზღვაზე მოსალოდნელია შტორმი, ზამთრის კურორტებზე კი თოვლი და ქარბუქი.

გაითვალისწინეთ უამინდობის დროს არსებული რეკომენდაციები.

4 თებერვალს საღამოს საათებში ამინდი მთელს ქვეყანაში გაუმჯობესდება“,- წერს კობა ფარტენაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიმამაცისა და კარიერული წინსვლის ეფექტურ თილისმად ითვლება...“ - ქეთი ოდიშელი ცხენის წელზე

🎥 „ჩემ თავს გავუბრაზდი, ბორია ახალგაზრდა კაცი ხარ...“ - როგორ დაიკლო ბორის ბედიამ წონაში?

⭕ „უკარგესი წყვილი“ - რუსკა ქარქაშაძე მეუღლესთან ერთად იერუსალიმში მოგზაურობს