მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს ქვეყანაში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით პროგნოზს.
ამჯერად იგი საქართველოში ხანმოკლე წვიმას და ელჭექს ვარაუდობს:
„11 ივნისიდან - დასავლეთის დაბლობსა და აღმოსავლეთის ბარში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, სიცხის ფონზე ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
სანაპირო კურორტებზე კი უახლოეს დღეებში - ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 11 ივნისს გაწვიმდება ხანმოკლედ ელჭექით.
ტემპერატურა ყველგან ნორმის ფარგლებში იქნება +22, +27 გრადუსის ფარგლებში.
ამინდის ყოველი ცვლილება გახდეს თქვენი ახალი იმედის დასაწყისი...“, - წერს კობა ფარტენაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენი ავტორიტეტი გარშემომყოფთა თვალში საგრძნობლად იზრდება...“ - 10 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი