Digest Logo

„როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორი მომავალი უნდა შექმნას, ეს ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის პასუხისმგებლობაა“ - გია მურღულია

1781076840
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს: 

„იდეა სულია, მოქმედება - სხეული. ორივეს ერთად „საქმე“ ჰქვია, ხოლო საქმეს - „ადამიანი“.

მხოლოდ საქმით ცხადდება კაცის ნამდვილი დანიშნულება.

ადამიანი ვერ ქმნის ახალ სივრცეს (ის ღმერთის მოცემულობაა, ამიტომ შეუძლია მხოლოდ გარდაქმნას), მაგრამ ქმნის ახალ დროს.

ის თავადაც ყოველდღე იქმნება და ყოველდღე ქმნის.

ღმერთმა სამყაროს თავდაპირველი არსება შექმნა. მას შემდეგ მას მუდმივად ახალ სახეს აძლევს ადამიანი - ქმნის ახალ ეპოქას, თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით წერს ისტორიას.

ამას ჰქვია „განვითარება“ და განვითარებულმა თავისი საწყისი იდეალური სახე არ უნდა დაკარგოს (ანუ - ღვთის ხატება და მსგავსება) - უნდა უპასუხოს სამყაროს მთავარ კითხვას: „სად არის სრულყოფილება?“.

ყოველ გათენებასაც თავისი მთავარი კითხვა აქვს: „დღეს შენ რა უნდა შექმნა?“.

უკვე გათენდა და ადამიანის არსებითი დანიშნულების აღსრულება გველოდება.

მოგესალმებით, ქართველებო!

ჩვენ ამ მიწაზე საკუთარი სამყარო გვაქვს შესაქმნელი და მას საქართველო ჰქვია. ამ მიწაზე, ამ ცის ქვეშ, როგორი უნდა იყოს ადამიანი და როგორი მომავალი უნდა შექმნას — ეს ჩვენი და ჩვენი შთამომავლობის პასუხისმგებლობაა.
ნამდვილი პატრიოტობა ამ მისიის აღსრულებაა.

უკვე იყო „გუშინ“ - ეს ისტორიაა.

უკვე არის „დღეს“ - ეს აწმყო და გაცნობიერებულად შეთანხმებული მოქმედებაა.

და მოვა „ხვალ“ - მას ჩვენ ღმერთისა და ჩვენი შვილებისთვის შევქმნით.

თუ სადმე სიცოცხლის საზრისია - ეს არის“, - წერს გია მურღულია. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

რა არის სასურველი და რისგან უნდა შეიკავოთ თავი 10 ივნისს?

„არ გადააგდოთ საზამთროს თეთრი ნაწილი! ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და...“ - არუნ ხათრის რჩევა

„შესაძლოა შევეჯახოთ კრიტიკას, შენიშვნებს ან კომპეტენტურობის დამტკიცების აუცილებლობას“ - 10 ივნისის ასტროპროგნოზი