
ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ცოტა ხნის წინ თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის სამარხი აღმოაჩინეს:
„ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი უდიდესი და ძალიან სასიხარულო სიახლე გავრცელდა:
თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის სამარხი აღმოაჩინეს.
არქეოლოგიური გათხრები თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს და ასევე ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარეობდა.
შუა საუკუნეების წყაროებში არის ცნობები სამარხის ჩანაწერების შესახებ, ხოლო ახლა აღმოჩენილი კვლევებიც შეესაბამება არსებულ სურათს.
სამარხი წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარშია განთავსებული. მის გარდა აღმოჩენილია საერთო სამზარეულო, თონე, წყალსაცავების სისტემები, მეტალის საბრძოლო მასალა, ბიზანტიური ნივთები და სხვა …
აშოტ I კურაპალატი იყო ქართლისა და ტაო-კლარჯეთის ერისთავი, ქართველთა მეფე და ბაგრატიონთა გვარის ჩინებული ჩამომავალი.
იმ ავბედით დროში, როცა მრავალგზის უჭირდა საქართველოს და თბილისში არაბი ამირა იჯდა, ქართლში მეფობა სწორედ მან აღადგინა. ნელ-ნელა გააფართოვა მისი მასშტაბი სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებზე, ააგო ციხესიმაგრე და ქალაქი არტანუჯი, რომელიც გახადა რეზიდენციად.
აშოტ I კურაპალატი გმირულად შეეწირა სამშობლოს, ის ტაძარში გამოასალმეს შეთქმულებმა სიცოცხლეს.
მისი მეომრული სული და სახელი ყოველთვის დარჩება საქართველოს ისტორიას!
ზუსტად ასეთ მეფეებზე იდგა ჩვენი სამშობლო!
მშვენიერი მოსალოცი ამბავია! დიდი იმედი მაქვს არქეოლოგიურ გათხრებს ადრე თუ გვიან ქართული მხარეც ინტენსიურად შეუერთდება!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 9 ოქტომბერს საქართველოში
⭕„ძალიან ლამაზი ქალბატონი“ - ეკატერინე ტუღუში ჰალკიდიკიზე გადაღებულ ფოტოებს გვიზიარებს