ვაკის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია „სტუმრად ანასთან“ პოდკასტში იმყოფებოდა, სადაც ოჯახურ ერთობასა და მეუღლეებს შორის არსებულ სულიერ კავშირზე ისაუბრა.
სასულიერო პირის განმარტებით, ქრისტიანული გაგებით, ცოლ-ქმარი „ერთი ხორცი და ერთი სულია“, რაც გულისხმობს იმას, რომ მეუღლე ადამიანის განუყოფელი ნაწილი
„ცოლ-ქმარი არის ერთი ხორცი და ერთი სული. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გააზრება. როგორც ადამიანი ვერ მოიძულებს საკუთარ თავს, ისე ვერ უნდა მოიძულოს თავისი ცოლი, მეორე ნახევარი - ასე არის ნათქვამი.
ერთხორცობა ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს თავთან ერთად ვარ სულ. მიუხედავად იმისა, რომ მე მაქვს ცუდი ქცევა ან ხასიათი, მას ხომ ვერ დავტოვებ იქ, სადაც მინდა? სულ ჩემთან ერთად არის. სადაც მივდივარ, ყველგან მიმაქვს ჩემი თავი. თუ ცოლ-ქმარი არის ერთი ხორცისა და სულის, მაშინ მე კი არ ვარ, ჩვენ ვართ.
თუ კაცს თავისი თავი უყვარს, მაშინ თავისი ცოლიც უყვარს; თუ თავისი თავი არ უყვარს, მაშინ თავისი ცოლიც არ უყვარს. თუ ერთნი ვართ, როგორ შეიძლება ჩემი შვილი ჩვენზე უპირატესი იყოს, ან დედაჩემი? ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ მე შვილი ან დედა არ მიყვარს. სიგიჟემდე მიყვარს ჩემი შვილები, მაგრამ ჩემი მეუღლე უფრო მეტად მიყვარს, წლების მატებასთან ერთად.
თუ შვილები მეუღლეზე მეტად გიყვართ, მაშინ ერთობა არ გაქვთ და ჯერ კიდევ ცალ-ცალკე ხართ. როგორც კი ეს მომენტი დადგება, მიხვდებით, რომ ერთი ხორცისა და სულის ხართ, იგრძნობთ, რომ მეუღლე ყველაფერზე მეტად გიყვართ“, - აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ცნობილი თურქული სერიალის „ეშრეფის სიზმარის“ მსახიობი გარდაიცვალა - მიზეზად გულის შეტევა სახელდება
🎥 რატომ არის მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვა ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციისათვის - ექიმის რჩევები
⭕გიორგი გულიაშვილმა ესპანეთში მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა