Digest Logo

„მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა“ - გადაცემას „აკუსტიკა“ მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი აღარ წაიყვანენ

1721981618
აკუსტიკააკუსტიკა

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემას „აკუსტიკა“ მებო ნუცუბიძე და მაკო მჭედლიშვილი აღარ წაიყვანენ - ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ტელეწამყვანი ავრცელებს და წერს, რომ ტელევიზიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო.

მებო ნუცუბიძე თანაწამყვანს მაკოს საჯაროდ უხდის მადლობას.

„9 ივნისს, მაკომ და მე მაყურებელს მადლობა გადავუხადეთ, მომავალ სეზონამდე დავემშვიდობეთ და დავპირდით, რომ კიდევ უფრო მეტი სიახლითა და საინტერესო ამბებით დავუბრუნდებოდით.

სამწუხაროდ, ვერც მაკო და ვერც მე პირველი არხის ეთერში ამ დანაპირებს ვეღარ შევასრულებთ.
გუშინ, ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად დასრულდა ჩვენი აკუსტიკური მოგზაურობა.

ასე გადაწყდა - ახალი სეზონიდან გადაცემას ახალი წამყვანები ეყოლება.

მადლობა ყველას, ვინც ამდენი წელი უყურებს და უსმენს აკუსტიკას. გვიხარია, რომ 6 წლის განმავლობაში თქვენთან ერთად ვქმნიდით ამ პროექტს.

ჩემი პირადი მადლობა თითოეულ მუსიკოსს, ვის გარეშეც აკუსტიკა ვერ იქნებოდა ასეთი კარგი და საინტერესო.
და მადლობა მაკოს: მის გვერდით, ამ 6 წლის განმავლობაში, უკეთეს ადამიანად და უკეთეს პროფესიონალად ვიქეცი.

მხოლოდ იმას გეტყვით, რომ დანაპირებს მაინც შევასრულებთ და ძალიან მალე ისევ შევხვდებით სხვა სივრცეში, სხვა პლატფორმაზე და სხვა სახელით.

და კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი სიახლეებით. დროებით“, - წერს მებო ნუცუბიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - ისინი ცოცხლები არიან

🎥 „ამ ადამიანს ბევრი არ იცნობს, ძალიან გული მწყდება, რომ ეს ადამიანი ამ საზოგადოების ნაწილი არ არის, განსაკუთრებით ჩაეხუტებოდა ახალ თაობას“ - ჯაბა კილაძე

„ძმის ქორწილში არ წავედი იმის გამო, რომ რეპეტიცია არ გამეცდინა“ - რას ჰყვება ანა ჯავახიშვილი