Digest Logo

„მოვალეობას, რა თქმა უნდა, სიყვარულიც ბადებს, მაგრამ შესაძლოა, მის გარეშეც არსებობდეს“ - რას წერს გია მურღულია

1760695189
გია მურღულია

ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.

მისი თქმით, ღმერთს არავისგან ესწავლებოდა, რა დაეთმო თავისი არსებისგან კაცისთვის. სიყვარული და მოვალეობა დაუთმო. თავისუფლებაც - ამ ორის აღსასრულებლად:

„თუკი თავისი მნიშვნელობით სიყვარულს რამე მეტ-ნაკლებად უახლოვდება, ეს მოვალეობა და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობაა.

მოვალეობას, რა თქმა უნდა, სიყვარულიც ბადებს, მაგრამ შესაძლოა მის გარეშეც არსებობდეს.

ასეთ დროს სიყვარულს მაღალ ღირებულებათა მიმართ სრულად გაცნობიერებული ვალდებულება ანაცვლებს.

„პატივი მივაგო“ არანაკლებ დიდებული გრძნობაა, ვიდრე „მიყვარდეს“.

„მიყვარდეს“ - გულის პრივილეგიაა.

„პატივი მივაგო“ - გონების.

გმირობასა და გმირებს ორივე ბადებს - ისევე, როგორც ღირსებას. ის შობს ადამიანობის უმაღლეს გამოვლინებასაც.

ღმერთს არავისგან ესწავლებოდა, რა დაეთმო თავისი არსებისგან კაცისთვის. სიყვარული და მოვალეობა დაუთმო.
თავისუფლებაც - ამ ორის აღსასრულებლად.

გინდა, ბედნიერება მოძებნო? - შენ თავში და მის მიღმაც ეს სამი იპოვე.

პოვნა ამართლებს სწრაფვას“, - წერს გია მურღულია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეძღვნება ჩემს მერი ბებოს, ღმერთმა იცის, როგორ ვნერვიულობ“ - რას წერს მალიბუ ტუღუში

„სულის ტკივილი საუკეთესო მასწავლებელია, სულს ენა არ აქვს, იქ მხოლოდ გრძნობაა“ - გიორგი ლობჯანიძის ემოციური პოსტი

ნატალია ქუთათელაძე მამის გარდაცვალების შემდეგ არქივიდან ოჯახურ კადრებს აქვეყნებს