ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.
მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.
გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:
„სახარებას თუ სწრაფად წაიკითხავ,
შეიძლება ისე გაიარო ქრისტეს ჯვარცმა - რომ აზრიც ვერ გამოიტანო,
იმიტომ, რომ „და“ კავშირით არის დანარჩენ წინადადებასთან:
წინადადება, მერე „და“ კავშირი,
და მერე გრძელდება:
„და ჯვარს აცვეს იესო...“ - გაგრძელდა.
კაცობრიობის ყველაზე საშინელმა უბედურებამ ისე გაიარა, არათუ სამყაროში, იუდეაშიც კი ისე გაიარა - ვითომც არაფერი;
რა უცნაურია - აქაც როგორ ჩანს ღვთის სიმდაბლე,
მოვიდა და არავინ არ ამჩნევს,
მოვიდა, იმოღვაწევა და წავიდა,
არავინ არ ამჩნევს,
განა ეს ჯვარცმა არ არის?!“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ოჯახში შეიძლება გაჩნდეს ახალი მოვალეობები...“ - პირველადი ასტროლოგიური პროგნოზი 2026 წლისთვის