Digest Logo

🎥 „ნუ მიატოვებთ ჭეშმარიტების გზას...ყველა მიხვდეს იმას, რომ სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ...“ - ეკა კვალიაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

1764689205
ეკა კვალიაშვილი

მომღერალი ეკა კვალიაშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც სხვადასხვა საკითხებზე საუბრობს და საზოგადოებას სიყვარულისკენ მოუწოდებს:

„ადამიანები დღეს ერთმანეთს ემტერებიან, უმიზეზოდ ჩხუბობენ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი უაზრობაა. რადგან შეიძლება ერთ წამში აღარ ვიყოთ. არ შეიძლება, სულ იმაზე გადართვა, რომ ვიღაცას ნეგატივი მოუძებნოთ. ჩემი პრინციპია ის, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიანი. არ შეიძლება „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი. არ შეიძლება რომ ვიღაცა გმართავდეს. რაღაცას მოიგონებენ და მერე ერთმანეთს აჰყვებიან. რა დროს ეს არის, ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ.

ყოველთვის ყველაფერში უფლის ნება მოქმედებს. იფიქრე იმაზე, რომ კარგად და ლამაზად იყო. რატომ მტრობთ ერთმანეთს? გავერთიანდეთ, შევერთდეთ. ხომ, ხედავთ რა ხდება გარეთ?! როგორი დაბინძურებულია ჰაერი!

უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი! სიყვარული ყველა პრობლემას გადაატანინებს ადამიანებს. სიძულვილი და შიში არის ყველაზე დაბალი ვიბრაცია. მე, ჩემ თავს ვთვლი და ვარ კიდეც მოაზროვნე ადამიანი. ყველამ მიხედოს თავის საქმეს. ყველა მიხვდეს იმას, რომ სიყვარულში უნდა ვიცხოვროთ. მე ჩემ საკუთარ ენერგეტიკას არ დავიბინძურებ ცუდი სიტყვით. არ შეიძლება ასე.

ხვალ და ზეგ შეიძლება აღარ ვიყოთ. არავინ იცის რამდენი გაზაფხული და ზაფხული დაგვრჩა ერთად. რა მოხდება რომ სიყვარულში გავატაროთ დრო. საქმე მქონდა, ამის წინ სტუდიაში ვიყავი მისასვლელი, გადაკეტილი იყო გზები, ვაგვიანებდი ჩემი საქმე მაქვს. ვერ მივდიოდი. კარგი რა... ფრთხილად იყვნენ ის ვიღაცები, ვინც ჩვენი ქვეყნის საქმეში ერევა. ჩემ კონცერტზე დარბაზში ვინ ზის არ მაინტერესებს, რადგან ყველა მიყვარხართ. არ ვარჩევ რომელი რელიგიის და პოლიტიკური პარტიის ადამიანია. მოდი ნუ მიატოვებთ ჭეშმარიტების გზას. ჩვეულებრივი ხელოვანი, მორწმუნე ადამიანი ვარ, სხვა არავინ“, - ამბობს ეკა კვალიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „იაქტიურეთ, გადადგით თამამი ნაბიჯები...ბრწყინვალე შედეგები შეიძლება, ახლა დაიდოს!“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური რჩევები მშვილდოსნის თვეში

🎥 როგორ ფერებში მოვრთოთ ნაძვის ხე დადებითი ენერგიებისა და სურვილების მისაღებად? - თიკა ქოქაშვილის რეკომენდაციები

🎥 „სქესი გავიგე იმდენად პატარა ვადაზე...“ - თემო საჯაია და მარიტა ჯანაშია მეორე შვილის მოლოდინში