ჟურნალისტი და ჯგუფის „ვეძებ“ დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში „ჩაჩავას კლინიკის“ ადმინისტრაციას დაუპირისპირდა და აქციები დააანონსა. მისი თქმით, ქალებს მშობიარობის ისტორიის მოთხოვნაში 50 ლარს ახდევინებენ.
„თქვე უნამუსოებო, ის არ გეყოფოდათ, წლების განმავლობაში დედებს შვილებს რომ პარავდით, ახლა ქალებს მშობიარობის ისტორიის მოთხოვნაში 50 ლარი დაუწესეთ გადასახადი??? არაადამიანებო !!! არცერთ სამშობიაროში არ ხდება მსგავსი ამაზრზენი ფაქტი!! არცერთში !!!
ჰოდა დაგველოდეთ!! აქციებს თქვენი სამშობიაროდან დავიწყებთ !!“, - წერდა თამუნა მუსერიძე.
აღნიშნული პოსტის შემდეგ კომენტარებში „ჩაჩავას კლინიკის“ ექიმი გამოჩნდა, რომელმაც თამუნა მუსერიძეს შეურაცხყოფა მიაყენა. მას ნაგავი, არაადამიანი, ინტრიგანი და ცხოველი უწოდა.
„ჩაჩავას ექიმი. მოვიცლი თქვენთვის ქალბატონო, ცოტა მაცადე“, - წერს თამუნა მუსერიძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მგელმა რომ წითელქუდა გადაყლაპა, ისე მინდა ნიკას გადაყლაპვა“ - გიორგი მახარაძის შვილი ორი წლის გახდა
🔵„კუნწულიკო, შენი დაბადების დღე გათენდება, სულ გულში ხარ“ - გელა დაიაური გარდაცვლილ ცოლზე