
ათენში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი ნინო ბოჭორიშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ემიგრანტთა იმედი შოთო სიხარულიძე ავრცელებს და ოჯახს თანაუგრძნობს:
„გარდაიცვალა ემიგრანტი ათენში ახალგაზრდა სიცოცხლით სავსე ნინო ბოჭორიშვილი. მთელი საბერძნეთის ათენის ემიგრაცია ტირის.
მხოლოდ შენი სახელი დაგვიტოვა ულმობელმა და დაუნდობელმა სიკვდილმა. მოულოდნელად შეწყდა შენი გულისცემა. მრავალწლიან ემიგრაციაში დაასრულე შენი სიცოცხლე.
ვაი, რომ ძალიან ძნელია და უზომოდ ტკივილიანი ეს დღე შენი უბედური ოჯახისთვის.
რა დაუნდობელი ყოფილა ეს ცხოვრება. ნუთუ არ შეიძლებოდა, გეცოცხლა... ყველას ემახსოვრება შენი დიდი სითბო და სიყვარული. ავბედითი დღეა დღეს... ულმობელმა სიკვდილმა გაგვტაცა შენი თავი. ყველასთვის კარგი და კეთილი ადამიანი იყავი. ალბათ, უფალმაც ამიტომ გადაგიყვანა თავისთან, მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი.
ყოველთვის მოგიგონებთ და გვემახსოვრები. ვერავინ და ვერაფერი შეცვლის შენს ადგილს. ჩვენს დამსხვრეულ გულებში შენი სიყვარული ყოველთვის იცოცხლებს. მხოლოდ მოუშუშებელ იარად დაგვრჩება შენი არყოფნა.
ათენის ემიგრანტებს შენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და მეგობრებს ყოველთვის ემახსოვრებათ შენი ლამაზი ღიმილი და გულის სითბო. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, ჩვენო უიღბლო, ჩვენო გაუხარელო, ჩვენო უსახელო გმირო ქართველო ემიგრანტო...
„შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები ემიგრანტების არხი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული“, - წერს შოთო სიხარულიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მისია შესრულებულია, გილოცავ ამერიკის მოქალაქეობას!“ – რას წერს ნინი შერმადინი?
⭕22 იანვარს თემურ წიკლაურის დაბადების დღეა - იგი დღეს 79 წლის გახდებოდა