Digest Logo

🎥 „ყველაზე დიდი გამარჯვება ჩემთვის არის ის, რომ დავრჩი ისეთ ადამიანად რაც ვიყავი… არასდროს ვყვები ტრენდებს და მსგავს რაღაცებს“ -  ნუცა ბუზალაძე

1737545755
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებზე ისაუბრა. 

იგი ასევე გადაცემაში, პასუხობს კრიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მისი მისამართით იყო.

„მე ვარ ძალიან თავისუფალი ადამიანი. მაშინ დავმარცხდები, როცა ასეთ ადამიანებს დაემსგავსები. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება არის ის, რომ დავრჩი ისეთ ადამიანად, როგორიც ვიყავი, როცა გამიცანით... ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, ძალიან გულსატკენია, როცა ვუყურებ ჩემს ხალხს, გახლეჩილს, არტისტის მოვალეობაა, რომ ხალხს ერთიანობისა და სიყვარულისკენ მოუწოდოს.

ასევე ვარ ძალიან პრინციპული ადამიანი. სულ მილიარდი ადამიანი რომ აღმიდგეს წინ, თუ მაქვს აზრი და მიზანი და მიმაჩნია სამართლიანად, არასდროს ვყვები ტრენდებს და მსგავს რაღაცებს. ჩემი თაობა, ბევრი ადამიანი, ჩემნაირად აზროვნებს, მაგრამ არ ვხმაურობთ. ვისაც რაღაცის კეთება შეუძლია, მშვიდად აკეთებს. ამაშიც არის სიძლიერე...“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე. 

უფრო ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მისია შესრულებულია, გილოცავ ამერიკის მოქალაქეობას!“ – რას წერს ნინი შერმადინი?

⭕22 იანვარს თემურ წიკლაურის დაბადების დღეა - იგი დღეს 79 წლის გახდებოდა

⭕ „დღეს ქართული ესტრადის არწივის დაბადების დღეა! საუკუნეში ერთხელ იბადება ასეთი მომღერალი!“ - გია ბაღაშვილი