Digest Logo

როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანისაგან?

1792597957
ტოქსიკურიvv

როგორ დავიცვათ თავი ტოქსიკური ადამიანისაგან? - რჩევები კლინიკური ფსიქოლოგ, ფსიქოთერაპევტ ნანა ფიფიასგან:

საუკეთესო გამოსავალია სრული დისტანცირება,  თუმცა სამწუხაროდ, ხშირად ეს არ და ვერ ხერხდება. 

🧯 დაიჭირეთ ემოციური დისტანცია. უმჯობესი იქნება სრული გულგრილობის გამოჩენა.

🧯არ ეკამათოთ. ეცადეთ აკონტროლოთ საკუთარი ემოციები.

🧯შეცვალეთ ურთიერთობის ტაქტიკა. რაც იმას გულისხმობს, რომ წინასწარ მოიფიქრეთ საუბრის სცენარი. ეცადეთ თქვენს თავზე აიღოთ ინიციატივა და იყოთ საუბრის წამყვანი. დაუსვით ბევრი კითხვა ან სულაც, ეცადეთ თქვენ თავად შემოიღოთ საუბრის თემა.

🧯ეცადეთ მის განეიტრალებას, პირდაპირი კითხებით (მაგალითად, როდის და როგორ აპირებ ამ პრობლემის მოგვარებას?). რადგან ასეთი ადამიანის მიზანი არის წუწუნი და არა იმ პრობლემის მოგვარება, რომელზედაც დაუსრულებლად საუბრობს და გეწუწუნებათ.

🧯აუციელებელია დაიცავთ საზღვრები. ტოქსიკური ადამიანი არის საუკეთესო მანიპულატორი. შესაბამისად, თქვენ უნდა შეგეძლოთ ამის მართვა, რათა მან სასურველს ვერ მიაღწიოს.

🧯აუცილებელია, ასეთმა ადამიანმა თქვენს შესახებ რაც შეიძლება ნაკლები ინფორმაცია იცოდეს. ასე მეტად გაუჭირდება თქვენთვის ემოციური ზიანის მიყენება.

🧯ურთიერთობაში დაუწესეთ დროის ჩარჩოები. ნუ გექნებათ მასთან საურთიერთოდ ყოველთვის თავისუფალი და განუსაზღვრელი დრო.

🧯შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას და ემოციურ წნეხს ნუ აქცევთ ნორმად. არ გაჩუმდეთ! ღიად უთხარით რომ ასეთი ურთიერთობა თქვენ არ მოგწონთ და უფრო მეტიც, არ გსურთ.

🧯მინიმუმამდე დაიყვანეთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა.თუ გინდათ რომ დაიცვათ თქვენი მენტალური ჯანმრთელობა, არჩევანი ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ გააკეთეთ.

🧯ნუ დაელოდებით იმას, რომ ის შეიცვლება!

🧯ნუ იღებთ პასუხისმგებლობას სხვის ცხოვრებაზე. ტოქსიკური ადამიანის ერთ-ერთი თვისებაა, სხვას დააკისროს პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე, ქცევაზე.

🧯ზედმეტად გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ასეთი ადამიანის სიტყვებს. უბრალოდ შეეცადეთ არ მიაქციოთ ყურადღება მის სიტყვებს. დააიგნორირეთ! გასაგებია ყველასთვის, რომ ამის გაკეთება არც ისეთი ადვილია და ამ ემოციების დაძლევა კი მეტად რთული, მაგრამ უნდა გააცნობიეროთ, რომ ეს არ არის თქვენი პრობლემა. თქვენ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ!! არ უნდა განიცადოთ! არ უნდა იხდიდეთ ბოდიშს! არ უნდა დაკავდეთ ახსნა-განმარტებით!

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძალიან საყვარელი სიცილი ჰქონდა, გოგო თანამედროვე რაღაცებს უნდა ავუწყოთ ფეხიო, მითხრა...“ - გიორგი ნემსაძეს მეგობარი ემშვიდობება

⭕„ჩემი დიდი გამარჯვება იცით რა არის? პირველი ფოტოდან მეორე შედეგამდე რომ მივედი“ - ლორენ მასხულია ტრანსფორმაციაზე

⭕„მიყვარხარ, კაპიტანო! საუკეთესო ხარ, უფრო ძლიერი დაბრუნდები“ - ქართველი ფეხბურთელების ემოციური გზავნილები კვარაცხელიას

✕