მომღერალ გიორგი ცხადაძის მამა და ანსამბლ „ერისიონის“ ყოფილი სოლისტი, გიული ცხადაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გიორგი ცხადაძემ გაავრცელა.
ამჯერად კი ანსამბლი „ერისიონის“ ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში მოკლემეტრაჟიან ვიდეოს ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს:
„მწუხარებას გამოვთქვამთ, ერისიონის ყოფილი წევრის, მომღერლისა და სოლისტის გიული ცხადაძის გარდაცვალების გამო.
ბ-ნი გიული მრავალი წელი აქტიურად იყო ჩართული ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაში. მსმენელსა და მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი ცეკვა „აჭარულში“ მისმა სახასიათო სახემ.
ხოლო ერისიონის გახმაურებულ ვიდეო-რგოლში „შატილის ასულო“ განსახიერებულმა როლმა, შთამბეჭდავი კვალი დატოვა მაყურებლის მეხსიერებაში“, - წერს ერისიონის ოფიციალური გვერდი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჯერ კიდევ თოვს და ჯერ კიდევ სეზონია“ - თიკა ფაცაცია გუდაურიდან ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 გამოიყენე შენი ზოდიაქოს ენერგია - რა რჩევას გვიზიარებს თაკო მელიქიშვილი