Digest Logo

🎥 „მსოფლიო სტიქიური მოვლენების, კონფლიქტებისა და პანდემიის წინაშე დადგება...საქართველო კი დაცულია“ - გოგა მანია ახალ, შოკისმომგვრელ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს

1766674102
გოგა მანია

საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსი და მეტაფიზიკის მცოდნე გოგა მანია თავის ბოლო ვიდეოში მსოფლიოში მოსალოდნელ მომავალ მოვლენებზე საუბრისას ამბობს, რომ მსოფლიო და კონკრეტულად საქართველოც რამდენიმე გამოწვევის წინაშე დადგება. მისი პროგნოზით, თურქეთში შესაძლოა ტერორისტული შეტაკებები, მსოფლიოს მასშტაბით კი ძლიერი სტიქიური მოვლენები, წყლის მოვარდნები და ცუნამი. მან ასევე აღნიშნა, რომ გლობალური კონფლიქტები, მათ შორის ირანის, პალესტინის, ამერიკის, უკრაინის და რუსეთის მონაწილეობით, მომავალშიც გაგრძელდება.

გოგა მანიას თქმით, 2026 წელს მოსალოდნელია ძლიერი მიწისძვრა შავ ზღვაში, წყლის დეფიციტის და გადაჭარბებული წყლის პრობლემები აშშ-ში, ასევე პანდემიის აფეთქება აფრიკიდან და კანის ახალი დაავადება, თუმცა საქართველო მისგან დაცულია.

„თურქეთში იქნება ტერორისტული შეტაკება. საუბარი იქნება ომსა და შეტაკებაზე.

სტიქია საქართველოში იქნება არაერთი სახის. უკრაინის ომის გაჩერებაზე საუბარი ზედმეტია. საქართველოში შეიძლება ჩამოვარდეს ვერტმფრენი, მფრინავი აპარატი. მთლიანად, მსოფლიო მასშტაბით, იქნება დიდი დოზით წყლის მოვარდნები, ცუნამი. უდიდესი პრობლემის წინაშე დადგება მსოფლიო. ეს ზუსტად ის არის, რისთვისაც ერთმანეთს ვესვრით ტალახს.

ომი კვლავ იქნება, სადაც ფიგურირებს ირანი და პალესტინა. ერთიანად არ იქნება, მაგრამ ერთმანეთს მიეწყობა. ჩართულია ამერიკა, უკრაინა და რუსეთი, რომელიც გაჩერებას არ აპირებს. კიდევ ორი დიდი ქვეყანა ჩაერთვება.

ადამიანი, მმართველი ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ კლავენ. ეს არ იქნება ამერიკელი. პირდაპირ ვამბობ მეფე ჩარლზის გარდაცვალებაზე. აქამდე ძლივს აცოცხლეს ამერიკაში ერთი ადამიანი, და საბოლოოდ მისი გარდაცვალების ამბავს გამოიტანენ საჯაროდ ძალიან მალე.

ცეცხლზე მეტად იქნება წყალმოვარდნები, წყლის სიჭარბე ამერიკაში. დიდი პრობლემები ექნება. როგორც ერთი წლის წინ იყო წყალმოვარდნები და ცუნამი, ასევე იქნება 2026 წელს. ძალიან ძლიერი მიწისძვრა მოხდება შავ ზღვაში, რასაც საქართველოშიც კარგად ვიგრძნობთ. ეს არ არის შორი წინასწარმეტყველება.

ქორეოგრაფი, ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი გარდაიცვლება. კიდევ ერთი მღვდელი გარდაიცვლება. უახლოეს პერიოდებში მოხდება ეს. მიყოლებით სამი პიროვნების, სასულიერო პირის, გარდაცვალება იქნება. ჰყავთ ბევრი მიმდევარი.

აფრიკიდან შემოვა ახალი დაავადება და პრობლემა, წამოვა შავკანიანებიდან. იფეთქებს პანდემია, ეს იქნება კანის დაავადება. საქართველო დაცულია ამ ყველაფრისგან, რადგან ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა.

ადრე მთავრობაში იყო, არ არის ქართველი ეს ადამიანი. იქნება თავდასხმა თვითმფრინავზე, რაღაცას მოაწყობენ. გავიგებთ ამ პოლიტიკოსის გარდაცვალებას. ერთ-ერთი თურქი მსახიობიც, ქალი და კაცი გარდაიცვლებიან.

საქართველოდან წასული ტრანსგენდერის გარდაცვალებაზე დაიწყება საუბარი ცოტა ხანში. ეს ადამიანი მოგზაურობს თურქეთში.

ასეთი ავარია ჯერ არ ყოფილა. წარმოიდგინეთ, გზას ერთზე მეტი მანქანა შეეჯახება, მოჰყვება მსხვერპლი.

ადამიანი დგას გარეთ, საქართველოში ხდება ეს. იღებს იარაღს და უმიზეზოდ ისვრის. ამაზე აუცილებლად ისაუბრებენ. ასევე ახლოა ჟურნალისტის გარდაცვალებაც.

ჩემთვის ამ ყველაფრის გახმოვანება ძალიან რთულია. ჯერ ნახვა და შემდეგ გადმოცემა. მე აღარ ვუყურებ ხოლმე ჩემს ჩანაწერს მეორედ. მინდა გისურვოთ სიკეთე“, - ამბობს გოგა მანია.

ცნობისთვის, გოგა მანიამ, სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ურთიერთობები იქნება იდუმალი და ღრმა...“ - 2026 წლის ტაროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის

⭕„გაიზარდე ჯანმრთელი და ბედნიერი...“ - ნანუკა გულუა უფროსი შვილის ფოტოებს გვიზიარებს

⭕2025 წლის პოპულარული სახელების ხუთეული - ალექსანდრე 691 ვაჟს, ხოლო ნიცა 640 გოგონას დაარქვეს