Digest Logo

„მთავარი მიზანი არის, შექმნას მატერიალისტური, მექანიკური სამყაროს მოდელი, სადაც ადამიანი არის უბრალო ბიოლოგიური შემთხვევითობა“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1762238982
ვატო მსხილაძე

„ეზოტერული სწავლებები და უძველესი მითოლოგიები ათასობით წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ და რასაც დღევანდელი მსოფლიო ცრუ მმართველობა მიზანმიმართულად აყალბებდა და ასულელებდა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე წერს. 

მისი თქმით, მმართველობის მთავარი მიზანი არის, შექმნას მატერიალისტური, მექანიკური სამყაროს მოდელი, სადაც ადამიანი არის უბრალო ბიოლოგიური შემთხვევითობა, მარტოსული კოსმოსში, რომელიც ცხოვრობს მკვდარ, ინერტულ ქვის ბურთზე:

„არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

მეცნიერები პერიოდულად გვაწვდიან „სენსაციურ“ აღმოჩენებს, რომლებიც თითქოსდა თავდაყირა აყენებს ჩვენს წარმოდგენებს სამყაროზე. ბოლო ასეთი ამბავი გვიყვება დედამიწის სიღრმეში „აღმოჩენილ“ უზარმაზარ ოკეანეზე", რომელიც სამჯერ მეტ წყალს შეიცავს, ვიდრე ყველა ზედაპირული ოკეანე ერთად. გვიხსნიან, რომ ეს წყალი, 640 კილომეტრის სიღრმეზე, თხევად მდგომარეობაში კი არ არის, არამედ ჩაკეტილია მინერალ რინგვუდიტში. ეს აღმოჩენა, რომელიც სეისმური ტალღების ანალიზით გაკეთდა, თურმე ეჭვქვეშ აყენებს წყლის ციკლის შესახებ არსებულ ვარაუდებს და ხსნის, თუ რატომ არის ჩვენი პლანეტა ასეთი სტაბილური და სასიცოცხლოდ ვარგისი. ეს არის ოფიციალური, ლამაზად შეფუთული ნარატივი - კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დაემატება სახელმძღვანელოებს. მაგრამ თუ ჩვენ ერთი წამით მაინც გავცდებით ამ სტერილურ, სამეცნიერო ენას, დავინახავთ, რომ ეს „აღმოჩენა“ არის არა იმდენად სიახლე, რამდენადაც იძულებითი აღიარება იმისა, რასაც ეზოტერული სწავლებები და უძველესი მითოლოგიები ათასობით წლის განმავლობაში ამტკიცებდნენ და რასაც დღევანდელი მსოფლიო ცრუ მმართველობა მიზანმიმართულად აყალბებდა და ასულელებდა.

ამ მმართველობის მთავარი მიზანი არის, შექმნას მატერიალისტური, მექანიკური სამყაროს მოდელი, სადაც ადამიანი არის უბრალო ბიოლოგიური შემთხვევითობა, მარტოსული კოსმოსში, რომელიც ცხოვრობს მკვდარ, ინერტულ ქვის ბურთზე. ამ პარადიგმაში არ არსებობს სული, არ არსებობს ღვთაებრივი გეგმა და არ არსებობს ცოცხალი პლანეტა. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი შეშინებული, იზოლირებული და თავისი სულიერი ფესვებისგან მოწყვეტილი ადამიანი არის იდეალური სამართავი ობიექტი. ამ მოდელის შესანარჩუნებლად, სისტემას სჭირდებოდა, ყველაფერი ცოცხალი და მისტიკური ამოეტრიალებინა და გაეყალბებინა. უძველესი სწავლებები საუბრობდნენ „დედა-მიწაზე" - ცოცხალ, მოაზროვნე არსებაზე, გაიაზე. სისტემამ ეს ჩაანაცვლა „პლანეტა დედამიწით" - ქიმიური ელემენტების უსიცოცხლო გროვით, რომელსაც აქვს თხევადი ცეცხლის ბირთვი. უძველესი მითები ყველა კულტურაში - შუმერული, ბერძნული, ინდუისტური თუ ა.შ. - საუბრობდნენ „პირველად წყლებზე", „ქაოსის ოკეანეზე" ან "მიწისქვეშა სამყაროზე" (ჰადესი, პატალა), რომელიც იყო არა უბრალოდ მკვდართა სამეფო, არამედ სიცოცხლისა და საიდუმლოებების წყარო. სისტემამ ეს ყველაფერი გაამარტივა, დაამახინჯა და აქცია „ჯოჯოხეთის" კონცეფციად - საშიშ, ცეცხლოვან ადგილად, სადაც არავინ უნდა ჩაიხედოს.

და აი, ახლა, 21-ე საუკუნეში, როცა მოუჭირათ, თავად მათივე მეცნიერება, სეისმური ტალღების მეშვეობით, იძულებული ხდება, აღიაროს - „იცით, თურმე დედამიწის სიღრმეში, ზუსტად იქ, სადაც ჩვენ ჯოჯოხეთს ვხატავდით, სინამდვილეში ცეცხლის კი არა, წყლის უსასრულო ოკეანეა". ეს არ არის უბრალო გეოლოგიური კორექტირება. ეს არის მთელი მატერიალისტური მოდელის ფუნდამენტური ნგრევა. ეს „აღმოჩენა" არის იძულებითი აღიარების პირველი ნაბიჯი იმისა, რასაც ეზოტერული სწავლებები ყოველთვის ამბობდნენ - დედამიწა არ არის მკვდარი ქვა, ის არის ცოცხალი, წყლით სავსე, მრავალგანზომილებიანი არსება. ეს მიწისქვეშა „ოკეანე", რომელიც რინგვუდიტშია ჩაკეტილი, შეიძლება განვიხილოთ, როგორც პლანეტა გაიას "აკაშის ქრონიკები" - კრისტალური მატრიცა, რომელიც ინახავს ინფორმაციას პლანეტის მთელი ისტორიის შესახებ. წყალი, როგორც ვიცით, ინფორმაციის საუკეთესო მატარებელია. ეს არის პლანეტის „ამნიონური სითხე" ან მისი „სისხლის მიმოქცევის სისტემა", რომელიც არეგულირებს არა მხოლოდ ვულკანებსა და ფილების ტექტონიკას, არამედ თავად სიცოცხლის ენერგიას, პრანას.
ეს აღმოჩენა სრულად ცვლის ჩვენს წარმოდგენას წყლის წარმოშობაზე. აქამდე არსებული თეორია - რომ წყალი დედამიწაზე კომეტებმა მოიტანეს - ყოველთვის ემსახურებოდა იმავე იდეას: სიცოცხლე არის გარეგანი, შემთხვევითი მოვლენა. ახალი მოდელი კი, რომელზედაც ეს აღმოჩენა მიუთითებს, ამბობს, რომ წყალი ყოველთვის იყო აქ - ის არის დედამიწის შინაგანი, ფუნდამენტური ნაწილი. ანუ, სიცოცხლე არ არის შემთხვევითობა, ის "ჩაშენებულია" პლანეტის დიზაინში. რაც მთავარია, სისტემა, გვაწვდის მშრალ სამეცნიერო ფაქტს, აცლიან რა მას ყოველგვარ სულიერ და მეტაფიზიკურ მნიშვნელობას, რათა ამ აღმოჩენამ მასობრივი გამოღვიძება არ გამოიწვიოს.
კვლევის წამყვანი მკვლევარი ამბობს, რომ ეს რეზერვუარი ხსნის, თუ რატომ არის ჩვენი პლანეტა „სასიცოცხლოდ ვარგისი“. ეზოტერული ენით, ეს ნიშნავს, რომ დედამიწა არის ცნობიერი, თვითმარეგულირებადი ორგანიზმი, რომელიც თავის შინაგან „ოკეანეს“ იყენებს ბალანსის შესანარჩუნებლად. სისტემამ, რომელმაც ყველაფერი ამოატრიალა, გვითხრა, რომ დედამიწის სიღრმე არის მკვდარი ან ცეცხლოვანი, მაშინ როდესაც სინამდვილეში, ის არის სიცოცხლისა და წყლის პირველადი წყარო. ეს აღმოჩენა არის იმ უზარმაზარი სიყალბის ფარდის კიდევ ერთი ახდა, რომელიც გვიჩვენებს, რომ უძველესი მითები არა ბავშვური ფანტაზიები, არამედ დავიწყებული რეალობის აღწერა იყო“, - წერს ვატო მსხილაძე.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ზურგი იყო ყველასთვის, ვისაც შეიყვარებდა...“ - რას წერს ელენე ბასლანძე გარდაცვლილ მამაზე

„ენერგეტიკული ზეგავლენა საგრძნობი იქნება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში...“ - ნინა ხომერიკი 5 ნოემბრის სავსემთვარეობაზე

📸 „იქაურობა ნისლით შებურული დამხვდა“ - ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად შაორის ტბა მოხვდა