სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მთავარია, ისწავლო მშვიდი, საუბარი და შიგადაშიგ გამოურიო უცხო ტერმინები.
„ჩემო ძვირფასო, დამიჯერეთ, არ არის ტრაგედია თუ ხარ გოიმი.
მთავარია, კარგად დამალო შენი სიგოიმე, თუ დააკვირდები, ამას საუცხოოდ თავს ართმევს მავანნი.
აუცილებელია, როგორმე უნდა ისწავლო მშვიდი, დახვეწილი საუბარი, თან შიგა და შიგ გამოურიო უცხო ტერმინები. რაც უფრო ბევრ უცხო სიტყვას იტყვი, მით უფრო დამალავ სიგოიმეს, მთავარია კარგად გამოთქვა, არაუშავს თუ ზუსტად არ იცი მნიშვნელობა.
აუცილებელია გეცვას ბრენდი, თუნდაც ჩუმად ნაყიდი მეორადებში, თან ხაზგასმით არა, ისე ვითომც არაფერი, უნდა ჩამოთვალო ბრენდები, (მაგალითად)ეს გუჩის სათვალეა, ეს შანელი პერანგი, ეს ვერსაჩეს შარვალი, ეს დოლჩეს კაბა (მე რაც ვიცოდი ის დავწერე)
და მთავარი, კარგად და ბოლომდე რომ დამალო სინამდვილე, ხშირად და გაოცებულმა სხვაზე უნდა იძახო „დედა რა გოიმიაააა“ ( გაწელილი უხდება)“, - წერს გიორგი ჯაჯანიძე.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„წარმოვიდგენ, რომ ცუდი რაღაც ხდება და ცრემლი თავისით მომდის, ზოგჯერ სახეში ხელს ორჯერ ვირტყამ... ასეთი სცენების გადაღება მიჭირდა“ - გაიცანით, 9 წლის ელენე ჩარკვიანი
🔵„უმაგრესი სეზონი იწყება“ - ჯარჯი თორაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს