Digest Logo

🎥 „მთელი ძალით მივარტყი რკინის მოაჯირს, ასე დავდიოდი სამი დღე, თურმე...“ - რა შეემთხვა გიორგი ჯაჯანიძეს

1782365884
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ მან ფეხის თითები მოიტეხა.

როგორც გიორგი ჯაჯანიძე ამბობს, მას იატაკზე ფეხი აუცურდა და რკინის მოაჯირს დაეჯახა:

„ვიყავი სახლში, მეცვა ე.წ. შლოპანცები. ამისრიალდა იატაკზე ფეხი და მთელი ძალით მივარტყი რკინის მოაჯირს. ძალიან მეტკინა. 20 წუთში მთლიანად გამიარა ტკივილმა. მეორე დღეს ჩვეულებრივად წავედი სამსახურში. ფეხი აღარ მტკიოდა. ასე დავდიოდი სამი დღე. თურმე მარცხენა ფეხის ორი თითი მქონია მოტეხილი. დედაჩემის დაჟინებული თხოვნით გადავიღე სურათი და მაშინ გავიგე დანამდვილებით, რომ ჩემი ორი პაწია თითი მაქვს მოტეხილი.

ექიმმა დამარიგა, რჩევები მომცა. გულში ვაპროტესტებდი ყველაფერს. მაგრამ არ ვიმჩნევდი. პროტესტს აზრი არ ჰქონდა. მადლობა ჩემ ექიმს გიორგი მანაგაძეს და ნინო ნადირაძეს“,- ამბობს ვიდეოში გიორგი ჯაჯანიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ფრთხილად იყავით რჩევების გაცემისას“ - 25 ივნისის ენერგიები

⭕„რაც უფრო ღრმად მორწმუნე ხარ, უფრო მეტად მიანდობ შენს სიცოცხლეს უფალს“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 25 ივნისს საქართველოში