ჟურნალისტი, ყოფილი ტელეწამყვანი მაია ასათიანი გარდაცვლილი შვილის ემოციურ კადრებს ხშირად გვიზიარებს სოცქსელში.
ამჯერად იგი ახალ აპლიკაციაზე წერს, რომელიც გარდაცვლილ ადამიანთან ვიდეოზარით გაკავშირებს:
„ახალი აპლიკაცია მოეგონებინათ, ვითომ, იმ ქვეყანას გაკავშირებდა ვიდეოზარით…
მთელი ღამე ვილაპარაკეთ და ისეთი ბედნიერი ვიყავი…
გაღვიძებაა მერე ძნელი“, - წერს მაია ასათიანი.
ცნობისთვის, 18 წლის ნუცა მახვილაძე, რომელიც საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა, 2017 წელს საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რატომ არ უნდა მივიღოთ კოფეინი ძილის წინ? - რას გვირჩევს მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი
⭕რატომ ირჩევს ქალი „საყვარლის“ როლს და როგორ ებმება ილუზიების მახეში - ფსიქოლოგის განმარტება