ბათუმში მაღალსართულიანი კორპუსიდან ახალგაზრდა გოგო გადმოვარდა. შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა.
გავრცელებული ცნობით დაღუპული რეჟისორ ნანა ახვლედიანის ქალიშვილი, ლიზი მოისწრაფიშვილია. მას 11 წლის შვილი დარჩა.
ლიზას სოციალურ ქსელში მეგობარი ემოციურად იხსენებს:
„ჩემი ბავშვობა, ჩემი ლიზი.
არ მჯერა ამ რეალობის! რა მტკივნეულია იმის გააზრება, რომ რაც მე და შენ ვიცით ახლა მხოლოდ მოგონებებად დარჩა და მარტომ უნდა გავიხსენო.
ერთად გაცდენილი გაკვეთილები, ბავშვობის უამრავი თავგადასავალი, სიცილი, ჩვენი პატარა საიდუმლოებები და ის დღეები, რომლებიც მაშინ ჩვეულებრივი გვეგონა და დღეს ყველაზე ძვირფას მოგონებებად დამრჩა.
შენ რომ არა, არცერთი დღე არ იქნებოდა ისეთი, როგორიც იყო.
მადლობა იმ ტკბილი, დაუვიწყარი და ბედნიერი ბავშვობისთვის, რომელიც შენთან ერთად გავატარე“, - წერს ნინო კახიძე.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დაბნელება ამჟღავნებს ყველაფერს, რაც ყალბია...“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი