ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ და ცხოვრებისეულ პოსტს აქვეყნებს:
„მწერალი ღმერთს ბაძავს - ახალ სამყაროს ქმნის.
იმითაც ბაძავს, რომ სიტყვით ქმნის.
იმითაც ბაძავს, რომ ყოველ ჯერზე ქმნის ადამიანს.
იმითაც ბაძავს, რომ თავის პერსონაჟებს თავისუფალ ნებას ანიჭებს.
იმითაც ბაძავს, რომ მათთვის სამოთხესაც ქმნის და ჯოჯოხეთსაც.
და ბოლოს:
იმითაც ბაძავს, რომ წიგნში არსად ჩანს და ყველგან არის.
როგორც ერთხელ გალაკტიონმა თქვა, მწერალი "ახალი ღმერთია":
"ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების,
ეხლა ყველაფერს...ყველაფერს ვქმნი - ახალი ღმერთი!" ("შემოქმედება")
მერე რა, რომ ეს მხატვრული სახეა - განა მწერლები იმიტომ არ წერენ და მკითხველები იმიტომ არ კითხულობენ, რომ სამყარომ ფერი იცვალოს და გარდაისახოს?“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕UFC-ის ყოფილი ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა დაინიშნა - კადრები ხელის თხოვნიდან
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით