მსახიობი და ტელეწამყვანი ნანუკა გულუა, რომელიც 3 შვილის დედაა დიდი პოპულარობით სარგებლობს. მან ცნობილ ქართულ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ მიიღო მონაწილეობა, სადაც სახასიათო მეგრელი ქალის, დოჩი ალიშბაიას როლი შეასრულა.
ამის შემდეგ კი მისი პოპულარობა გაიზარდა და ნანუკა ბევრისთვის საყვარელ სახედ იქცა.
მსახიობმა გამომწერებს სოციალურ ქსელში ფოტო გაუზიარა, სადაც წერს რომ 10 კილო დაიკლო.
როგორც ცნობილია, მან პროექტი - „მე შემიძლია“ დაიწყო, რომელიც მაყურებელს წონის კლებისა და ცხოვრების წესის შეცვლის პერსონალურ გამოცდილებას უზიარებს.
„გამოვაცხადეთ ქასთინგი და სულ რაღაც ორ დღეში 500-ზე მეტი განაცხადი მივიღეთ. საბოლოოდ შევარჩიეთ ოთხი ადამიანი, რომლებთან ერთადაც ამ მარათონს მეც გავივლი. ამ ეტაპზე 120 კილოგრამს ვიწონი და ამ გუნდის ლიდერი ვარ. ჩვენ სამუდამოდ ვცვლით კვებისა და ცხოვრების რეჟიმს და თქვენ ამას ყველაფერს ნახავთ გადაცემაში“, - ამბობდა ნანუკა გულუა.
ნახეთ ფოტოები 👇



⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
⭕საუკეთესო 12 ბოსტნეული ჩვენი ჯანმრთელობისთვის - რას გვირჩევს ფიტნესინსტრუქტორი მამუკა რაშოიანი?