Digest Logo

„ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ...მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო“ - გივიკო დიდია ბებოზე

1770899286
გივიკო დიდია

ბლოგერი გივიკო დიდია სოციალურ ქსელში სამოტივაციო პოსტებს ხშირად აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებსაც აძლევს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ნათელა ბებოზე ემოციურად წერს და ამბობს, რომ მისი დაკარგვის ეშინია:

„არ ვიცი არსებობს თუ არა, ბებიეს თვალებზე ან ზოგადად, მოხუცზე უფრო სევდიანი რამ.

ნათის ვკითხე: „ნენა რაზე ფიქრობ-თქო“ და „ხაჭაპურზეო“ მითხრა – მაგას ვაცხობდი ჩემს გონებაში, მარა აბდლურია აწი მაი, სადღა შემიძლიაო.

გუშინ ღამე ამის გამო ბევრი ვიდარდე. ზოგადად ნათელეს გამო ბევრს ვდარდობ.

არ იმჩნევს, მაგრამ მოხუცდა. ბევრი გადეიტანა. პატარა ბაღანასავით უნდა მოვლა და ყოველ საღამოს, როცა დასაძინებლად მივდივარ, საბანს შევუკეცავ ხოლმე გარშემო და შუბლზე ვკოცნი.

ამას ნაწილობრივ იმიტომ ვაკეთებ, რომ მეშინია, დილით რომ არ მითხრას შემცივდაო. არც ერთი ხანდაზმული არ იმსახურებს სიცივეს. არცერთი დედა შვილის სიკვდილს. სიკვდილზე კი ხშირად ლაპარაკობს. განიცდის. მე, მე კი მესმის მისი. ვიცი, რომ დეიღალა და რაფერ მტკივა გული მაგის გამო.

პ.ს. ძალიან მიყვარს ჩემი ტკბილი ნენა. ნეტა შემეძლოს ძველებურად მისი გაღიმება“, - წერს გივიკო დიდია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ცნობილია, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზი

🎥 „გილოცავ, კვარა!“ - როგორ მიულოცეს ხვიჩა კვარაცხელიას იუბილე თანაგუნდელებმა

⭕„ახლა მორიელის თვისება ჩაიცვა სამყარომ...“ - რას წერს ასტროლოგი