საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, საქართველოს მოქალაქე ნატალია უძილაური გუშინ, 11 თებერვალს გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ემიგრანტის გარდაცვალების მიზეზებზე:
„საბერძნეთის დედაქალაქ ათენში საქართველოს მოქალაქე, ნატალია უძილაური გარდაიცვალა.
49 წლის ქალი ქალაქ ახმეტის მკვიდრია და ბოლო წლებში ემიგრაციაში, საბერძნეთში იმყოფებოდა.
ახლობლების ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემა თირკმელთან დაკავშირებით შეექმნა, რასაც სეფსისი მოჰყვა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ოჯახმა ცხედრის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები უკვე დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე მათ საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და ასევე შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მიმართეს, რომ მოხდეს საჭირო დოკუმენტაციისა და ტრანსპორტირების ორგანიზება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გილოცავ, კვარა!“ - როგორ მიულოცეს ხვიჩა კვარაცხელიას იუბილე თანაგუნდელებმა
⭕„ახლა მორიელის თვისება ჩაიცვა სამყარომ...“ - რას წერს ასტროლოგი