Digest Logo

„ახლა მორიელის თვისება ჩაიცვა სამყარომ...“ - რას წერს ასტროლოგი

1770895899
ლამზირა ხაჭაპურიძე

ასტროლოგი ლამზირა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მორიელის მმართველ პლანეტა პლუტონზე საუბრობს, რომელიც მერწყულში იმყოფება:

„მორიელის მმართველი პლანეტა პლუტონი, რომლის სიმბოლოა „სული, რომელიც ამაღლდა ტანჯვაზე მაღლა“, იმყოფება უკვე საკმაოდ ფესვმოდგმული მერწყულის / სახლში.

ეს ამბავი კი ნიშნავს:

თაობებიდან თაობამდე დაგროვებული ტრავმირებული ისტორიების აღიარებას და განკურნებას, რაც წილად გვხვდა ჩვენ. 

განსაკუთრებით მორიელებს, ასცენდენტით მორიელებს და მრავალი სხვა მორიელობა გვაქვს ყველას, მიუხედავად იმისა მორიელი ხარ თუ არ ხარ, ახლა მორიელის თვისება ჩაიცვა სამყარომ.

მერწყულის ეპოქაში დიდი პრობლემაა სიყვარულიც და უსიყვარულობაც.

ეს კი სულის საზომია ვინ წავა, ვინ მოვა, როგორი წავა, როგორი მოვა.

„ტრავმირებული ადამიანი საშიშია არა იმიტომ, რომ ცუდია - არამედ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საკუთარ ტკივილში ცხოვრობს. და ვინც ზიანშია, ის ჯერ ვერ გასცემს სიუხვეს“.

პ.ს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სად ვართ, რისთვის ვართ. 

გისურვებთ თებერვალში გადავურჩეთ სიბნელეს და აგვისტოში კვლავ დავიბადოთ სიყვარულში“, - წერს ლამზირა ხაჭაპურიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სიყვარულისა და ესთეტიკის ენერგია ახლა უსასრულო გრძნობების ოკეანეში იძირება...“ - ქეთევან ჯანდიერი ვენერას თევზების ნიშანში გადასვლაზე

⭕„არსიყვარული“: როცა მატერიალური ზრუნვა ემოციურ შიმშილს ვერ კლავს - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 „მოდის გადასარევი ახალგაზრდები, რომელთაც თუ რამე აკლიათ, ეს არის მასწავლებელი...“ - ზურა ყიფშიძე „ჯენზი“ თაობაზე