Digest Logo

„ნელ-ნელა სწავლობ რა არის ღვთის ნება“- რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

1781114572
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს: 

„აღმოჩნდა, რომ ჩემი ნება, სანამ ქმედებაში გადავა,
მწიფდება ჩემ შიგნით.
ამას ჰქვია გულის სიტყვა.
გულის სიტყვის ავტორი შეიძლება იყოს ჩემი ფანტაზიები,
ჩემი სურვილები,
და შეიძლება იყოს დემონური ძალები.
მე მინდა გითხრათ, რომ როგორც წესი, ადამიანი არ არის მარტო არასდროს,
მით უმეტეს ქრისტეს ერთგულებაზე თუ დებს ფიცს(ნათლობის აღთქმას ვგულისხმობ),
და ეშმაკი, როგორც წესი, ცდილობს იმუშაოს ჩვენს გულზე.
ანუ ნახეთ,
რა განსხვავებაა აზრსა და გულის სიტყვას შორის:
აზრი მოდის თავში,
და გულის სიტყვა არის აზრი შეზავებული, შეერთებული ემოციასთან,
ამიტომ ის განიცდება გულში.
აი, მაგალითად:
რამდენიმე მეგობარია ერთად, მანქანით სადღაც მიდიან,
შეუერთდა კიდევ ერთი ადამიანი: „შეიძლება მეც წამიყვანოთ?“ - ეკითხება;
ისინი მეგობრები არიან და ერთად არიან,
და უცებ, მათ გულში, ისე რომ მათ საერთოდ არ ეკითხება, ჩნდება:
„აუ ახლა ეს… “
„რამ მოიყვანა ეს აქ...“
და გაჩნდა მის მიმართ უარყოფითი განცდები,
სიძულვილი...
მე არ მეკითხება გული, თვითონ აკეთებს,
ესაა გულის სიტყვა, რომელიც კავშირშია ემოციასთან.
და ზოგადად,
გულისსიტყვა, რომელიც ღვთის ნების საწინააღმდეგოა,
შემოაქვს შფოთი,
უარყოფითი ენერგიები,
უსიყვარულობა,
შური - არის დემონური.
ანუ, ქრისტიანი სწავლობს გულის სიტყვების დონეზე გამოიცნოს საკუთარი ქმედება წინასწარ,
ანუ,
წინასწარ გულის სიტყვების ანალიზს თუ ვაკეთებ,
ვხვდები როგორი იქნება ჩემი შემდგომი ნაბიჯი,
და წინასწარ ვხვდები რომელი ნაბიჯი არ არის ღვთისათვის სათნო.
საიდან მივხვდე რომელი გულისსიტყვაა ღვთისთვის სათნო და რომელი არა?! - სახარებით.
ახალ აღთქმაშია კონცენტრირებული ღმერთის ნება.
ამას ემატება ჩემი გამოცდილებაც,
ბევრჯერ რომ ცხვირს წავიტეხავ,
წავიქცევი,
წამოვდგები,
და ნელ-ნელა სწავლობ რა არის ღვთის ნება“, - წერს დეკანოზის ოფიციალური გვერდი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ისიამოვნეთ თითოეული წამით“ - რას წერს ილია თოფურია ორთაბრძოლამდე

🎥 „ბევრი დრო არ მაქვს დარჩენილი...“ - ილია თოფურია სამომავლო გეგმებზე

⭕„ყველაზე ლამაზი“ - გიორგი სარდალაშვილის მეუღლე საორსულე ფოტოსესიიდან კადრებს ავრცელებს