Digest Logo

„ნიჭიერს, ლაღს, ნამდვილს, კეთილშობილს, ხელგაშლილს და სილამაზის შემქმნელს ვულოცავ“ - ზურა შევარდნაძე იუბილარია

1752590543
ზურა შევარდნაძე

ქართველი ფლორისტი, მწერალი და ტელეწამყვანი, რომელიც ცნობილია თავისი ყვავილებისადმი განსაკუთრებული სიყვარულითა და ბაღის მოვლისადმი მიძღვნილი შრომით, სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებს საზოგადოებას ამა თუ იმ რჩევებს და სახალისო ისტორიებს მისი წარსულიდან. ზურა შევარდნაძის ბაღი სახელწოდებით „გარდენია“, თბილისთან ახლოს მდებარეობს და იქ ზურა თავის ოჯახთან ერთად ყვავილებსა და მცენარეებს უვლის. ამასთან იგი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში, სადაც ყვავილებისა და ბუნებაში მცენარეების მნიშვნელობაზე საუბრობს. მის ბაღში მუდამ სტუმრიანობა არის და ვიზიტორებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია.

დღეს ზურა შევარდნაძეს დაბადების დღე აქვს, ფლორისტი 46 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო. 

ერთ-ერთი ვინც ზურას იუბილე საჯაროდ მიულოცა, მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძეა:

„ჩემთვის უძვირფასეს ადამიანს, ნიჭიერს, ლაღს, ნამდვილს, კეთილშობილს, ხელგაშლილს, სილამაზის შემქმნელს და უბრალოდ კარგ მეგობარს ვულოცავ დაბადების დღეს.

ჯანმრთელობა, ბევრი სიხარული და წარმატება მინდა გისურვო! მადლობა ყველაფრისთვის“, - წერს ნატალია ქუთათელაძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

მარიამ სანოგო ოჯახთან ერთად ბათუმში ისვენებს - „კარგი გართობა და ბედნიერი დღეები“

🎥 სიცხე და შაკიკი - როგორ გვაქცევს ზაფხულის მზე თავის ტკივილის მძევლად?

🎥 „სულიკო“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა - რა იცვლება სიმღერა „სულიკოსთვის“ და საქართველოსთვის?