
ზაფხულის მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით პრობლემურია ადამიანებისთვის, რომლებსაც შაკიკი აწუხებთ. სპეციალისტების თქმით, სიცხე, მზის პირდაპირი ზემოქმედება და კლიმატური პირობების მკვეთრი ცვლა (მაგალითად, კონდიცირებულ გარემოდან ცხელ ჰავაში გადასვლა) შეიძლება გახდეს შაკიკის გამწვავების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი.
ექიმების განმარტებით, სხეული რეაგირებს გარემოს ცვლილებაზე - სისხლძარღვები ფართოვდება ან ვიწროვდება, რასაც ხშირად თან სდევს თავის ტკივილი, გულისრევა, სისუსტე და ზოგჯერ წნევის ცვლილებაც.
მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია, მზისგან თავის დაცვა და ტემპერატურულ კონტრასტებთან თანდათანობითი შეგუება. რეკომენდებულია თავშესაფარი ძლიერი მზის დროს, ზომიერი კვება და საკმარისი სითხის მიღება.
როგორ მოქმედებს სიცხე შაკიკზე? - აღნიშნულ თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში „შუა დღე“ საუბრობს.
„შაკიკის დროს, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანზე ტემპერატურის ცვლილება. მაგალითად, როდესაც ხარ გრილ გარემოში და გადიხარ ეგრევე ქუჩაში, სადაც ძალიან ცხელა.
მანქანიდან, ან ოფისიდან ეგრევე პაპანაქება სიცხეში გასვლა არ არის რეკომენდებული, სჯობს ეს მოხდეს ეტაპობრივად.
მაგალითად თუ გრილი ოთახიდან გამოხვედით, ცოტა ხანი 5-10 წუთი გაჩერდით იმ ოთახში სადაც, არ არის კონდიციონერი და შემდეგ გადით გარეთ.
ასევე მანქანაშიც, გამორთეთ კონდიციონერი ცოტა ხანი იჯექით ისე და მერე გადადით, რათა შეეგუოს ტემპერატურას ორგანიზმი“, - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: