თბილისის სააპელაციო სასამართლომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიცია საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს ნიკა გვარამია, რასაც არ ემხრობა ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია.
„ვეთანხმები კობახიძეს და დავსძენ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება, იქნება ქართველი ხალხის იმ ნაწილის შეურაცხყოფა და გამოწვევა, ვინც პრეზიდენტს ხმა მისცა!
რა ფორმებს მიიღებს ეს გამოწვევა და როგორ შემოუბრუნდება პრეზიდენტს, ვფიქრობ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს!“, - წერს ხათუნა ხოფერია.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: