„თქვენი „ეროვნული დრამატურგია”, რომელსაც არასოდეს არ გადახედეთ, თავიდან ბოლომდე ემსახურება ყველაზე მავნე ცრურწმენების კულტივაციას ამ საზოგადოებაში. რა ჯობია თქვენზე სუსტზე თუ გაიცინებთ, ძლიერებს თქვენ ვერ შეეხებით…“, - ასე ეხმაურება რეჟისორი დათა თავაძე მსახიობი თამარ მაყაშვილის ირგვლივ დატრიალებულ სკანდალს.
„მთელი თქვენი რეპერტუარები არმენოფობიული ღადაობებით, რეგიონულ აქცენტებზე ღლიცინით, ქსენოფობიით, კულტურული აპროპრიაციით, მიზოგინიით, ჰომოფობიითა და რასიზმითაა გაძეძგილი. თქვენი „ეროვნული დრამატურგია”, რომელსაც არასოდეს არ გადახედეთ, თავიდან ბოლომდე ემსახურება ყველაზე მავნე ცრურწმენების კულტივაციას ამ საზოგადოებაში (სიუჟეტები არ მომაყოლოთ!).
„ხანუმადან” დაწყებული, „დარისპანის გასაჭირით” დამთავრებული, რამეზე თუ გეცინებათ - „ჰა, სალამალექ! რა ამბავია? გულში ხომ პაჟარი არ არის?!“ და „პიჩესკა გეიკეთოს, თუ დეიპწნას” არის - ამაზეა აგებული თქვენი რეპერტუარები 200-მდე სეზონია. რა ჯობია თქვენზე სუსტზე თუ გაიცინებთ, ძლიერებს თქვენ ვერ შეეხებით…
თამარ მაყაშვილმა ბოდიში მოიხადა - თქვენ როდის მოიხდით ბოდიშს?
და კიდევ ერთი შეკითხვა: თამარ მაყაშვილი თუ „მოხსენით” რეპერტუარიდან, თქვენი რეპერტუარის მოხსნას როდის აპირებთ?“, - წერს დათა თავაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: