მსახიობ ნიკა ქაცარიძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. მისი მეუღლე, ნინო ბერიძე ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ასე შევხვდით ორი წლის შემდეგ პირველ იანვარს, მე აქ შენ იქ. ბევრი გისაყვედურე, უბრძოლველად რატომ წახვედი და დამტოვეთქო.
ისევ უხმოდ გულში ჩავიკალი ჩემი ტკივილი, ზეცას ავხედე ვიცოდი, რომ იქვე ახლოს იყავი ჩემთან და ჩემი ფიქრები გესმოდა. შვილების მფარველობა და მათი ჯანმრთელობა გთხოვე.
ახლა კი ისევ 5 იანვარი თენდება ტკივილით სავსე დღე, ნეტა ეს დღე არ ყოფილიყო. მომენატრე“, - წერს ნინო ბერიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 ბათუმში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ორმა კაცმა თითები დაკარგა