ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო წარადგინა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
იგი 31 წლის გახდა და სოციალურ ქსელში დაბადების დღესთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გაავრცელა:
„Bye Bye 30! 🎂
მადლობა კეთილი სურვილებისთვის! ამ 1 წელში მოვახერხე და 7 წელი ვიცხოვრე. გამოვცადე highest high & lowest low.
დავიმეგობრე ქალღმერთები, მერე მეც გავქალღმერთდი, სხვებიც გაქალღმერთდნენ ჩემ თვალწინ. დავეცი კიდეც, გარდავიცვალე, მერე ისევ ავდექი. ვიმოგზაურე ინკარნაციებში, სხვებიც ვამოგზაურე. ვიპოვე და დავკარგე რესურსები, მერე ისევ ვიპოვე.
1 კვირა ვსვი adhd მედიკამენტი და გავბრაზდი, რომ ქვეყანაში მიკრძალავენ მკურნალობას. ვეძებე გამოსავლები, ვერ ვნახე, შემომიტია დეპრესიამ თავისი ცუდი აზრებით, შთამაგონა უიმედობამ და ადამიანის დამაყრუებელმა განწირულობამ, დავეყრდენი ჩემ საოცარ მეგობრებს, აღმოვაჩინე ახალი ულამაზესი ადამიანები, ცოტა ვიმოგზაურე, გადავუხადე მადლობა ჩემს თავს, ბევრჯერ გავერთე, ბევრჯერ მოვიწყინე. გავყიდე და ვიყიდე სახლი, მეგონა ვიპოვიდი პარტნიორს, მაგრამ არავინ დამაინტერესა.
გავერთე საკუთარ თავთან, შემთხვევით გავაღვიძე კუნდალინი, ვიცეკვე სიცოცხლის ცეკვა, ჩავყლაპე ცეცხლი, გამოვუშვი ბოლი. მეტად შემიყვარდა ჩემი თავი, თვალი გავუსწორე ტრამვებს, იმათმაც თვალი გამისწორეს. ჩამრეცხა სიმარტოვემ, მაგრამ მერე დავიმეგობრე, მივხვდი რომ ისიც მარტო იყო. მივხვდი, რომ მე ვინც არასდროს მყავდა ცხოვრებაში, ზუსტად ის მინდოდა გავმხდარიყავი სხვებისთვის, ჩემი თავისთვისაც. ზოგჯერ გამომივიდა, ზოგჯერ არა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვიყავი უკიდეგანო სიყვარულის გამტარი და ამის გაცემა არ დამნანებია.
ვისეირნე სეფიროთში, ვისეირნე ქლიფოთში. ვისეირნე ჩემ საყვარელ ქუჩებზე. ვისეირნე ქვეცნობიერში. გავთავისუფლდი, შემეშინდა, ვისწავლე, მივიღე, გავეცი, ვიფიქრე, გავჩუმდი, ვიყვირე, ახლა სიცხე მაქვს. მოკლედ. მადლობა, ყველა ჩემსკენ გამოშვებული სინათლე მომივიდეს მე და დაგიბრუნდეთ ორმაგად თქვენ 🤍“, - წერს ნინა სუბლატი.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ აქვს გურამ ლომიძეს ერთ-ერთ შვილთან კონტაქტი - რას ჰყვება მომღერალი რჩეულზე
⭕„არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს თქვენს ტანჯვას“ - ნინი ქარსელაძე შეყვარებულია?
🎥 „ნახეთ, ხალხო, რა ლამაზია...“ - თიკა ფაცაციას ახალი კადრები სოცქსელიდან