Digest Logo

„ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო... ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?“ - „კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი ბერიკაშვილზე

1715690241
კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ სოსო ბერიკაშვილს არაკაცი უწოდა. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, რომელიც დაინტერესდა პრეზიდენტის პოზიციით ბერიკაშვილის განცხადებასთან მიმართებაში.

მანამდე კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის უკვე ყოფილმა დეკანმა სოსო ბერიკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური ნიშნით, ხელისუფლების კრიტიკისთვის გაათავისუფლეს.

„ნინო ჟიჟილაშვილი მყავს უნივერსიტეტში და არა მარტო... ხომ შემეძლო ისიც გამეშვა, თუ ეგეთი დავალება მქონდა?.

სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს“, - მისწერა შენგელიამ „რადიო თავისუფლებას“ კითხვაზე პასუხისას.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„არ შევდივარ „მატერიალისტი გოგონების“ ჯგუფში, არ მაქვს ისეთი გატაცებები, რაც სხვა ქალებს აქვთ“ - რას ამბობს ნუკა კვალიაშვილი

„ერთი კვირის განმავლობაში აკვიატებული მქონდა, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა, ავარიის ხმებიც კი ჩამესმოდა“ - რას ჰყვება ნანუკა გულუა

„გული არ დაგწყდეთ, მზიან დღეებზეც მალე ვისაუბრებ“ - როგორ ამინდს პროგნოზირებს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე