მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო, თბილისში ყოველ საღამოს იმართება უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი შეკრებები.
უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა გადაცემა „პრაიმშოუს“ გუნდმაც და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, ფოტო გამოაქვეყნეს, სადაც წამყვანები უკრაინის დროშის ფონზე დგანან.
სოციალურ ქსელში გაზიარებულ ფოტოს საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წამყვანების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა:
„ამ ფოტოს ჰქვია: „ნოე, ბო**იშვილი ვიყო რამე მოვიფიქროთ, თორე სუყველა დედის ტრ...ს გვაგინებს...“
მოგვიანებით კი ბექა ყორშიამ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, სადაც წერს, რომ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, გადაცემის პროდიუსერმა და ერთ-ერთმა წამყვანმა, ნოე სულაბერიძემ მას პირადად დაურეკა:
„ნოე სულაბერიძემ დამირეკა, ნერწყვს ძლივს ყლაპავდა და მომაყარა, მეო, პატივს გცემ და გაფასებო, ესაო, ისაო, არაა ახლა ჩვენი დაცინვის დროო.
ნოე, ჩემთან დარეკვას და კაი ტიპობის მტკიცებას ჯობდა, “იმედში” შენს უფროსთან დაგერეკა და გეთქვა, რომ უკრაინელი ხალხის ამ უმტკიცესი ბრძოლის გაშავება და დისკრედიტაცია ბოროტებაა. ან მაშინ დაგერეკა ჩემთვის, როცა ქარელში ჩემი ოპერატორი მეორე სართულიდან გადმოაგდეს.
მახსოვს, რამდენიმე საათში, მამუკა მდინარაძე და კობახიძე გამოვიდნენ ბრიფინგზე და თქვეს, ყორშია პროვოკატორია და იმსახურებდაო. ამ განცხადებიდან მალევე კობახიძე გადაცემაში მიიწვიე და გვიმტკიცებდი, რომ კარგი ტიპია. ჩემი ამბავი რა მოსატანია, ზაზა სარალიძეს აშავებდით 6 თვე. გადასარევი ხელფასია 30 ათასი ლარი, მარა ადამიანობაც გადასარევი რამეა. ჰოდა, არაადამიანები ხართ მანდ ყველანი და სანამ სახე არ გაგძვრებათ, ვერ მოვისვენებ...“, - წერს ყორშია.
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი
🔵„უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ