
ცოტა ხნის წინ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ მომღერალ ზურა ხაჩიძეზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტერბურგში იმყოფებოდა, თითქოს და მას ამის უფლება არ ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაცია რომ იგი პეტერბურგში იმყოფებოდა რასაკვირველია სიმართლეა, იგი წმინდა ადგილების მოსალოცად იყო წასული და მომღერალმა ფაქტი არც უარყო, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ამბავი ბულინგის და კრიტიკის საბაბად აქცია.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში მომღერლის მეუღლე ხათუნა ჟორდანია გამოეხმაურა:
„ნწ, ნწ,ნწ, ზურა ხაჩიძე პეტერბურგში ყოფილა.
და?
სულ გააფრინეთ ჟურნალისტებო??“, - წერს ხათუნა ჟორდანია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დიალოგი“ - გიორგი კეკელიძე შვილის უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს