მარკეტინგის მენეჯერი ნათია ჩიქოვანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ბავშვის გაჩენა. ჩიქოვანი აქცენტს აკეთებს ბავშვის, კვების, მედიკამენტების, ჩაცმისა და განათლების ხარჯებზე. აქვე განმარტავს თუ რა აუნაზღაურებელი შედეგი მოაქვს ადამიანისთვის, როდესაც მას არ აქვს სრულყოფილი კვება და განათლება.
ჩიქოვანი ყველას მოუწოდებს გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა რასაც შვილის გაჩენა მოითხოვს და ეს ნაბიჯი შემდეგ გადადგან, რადგან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს.
„ძალიან არაპოპულარულ პოსტს ვწერ და თან საკმაოდ უხეში სიმართლით, მაგრამ I really don’t care რა ნეგატივი მოჰყვება ამას ჩემს მიმართ!
კი იციან ჩემმა ახლობელმა ადამიანებმა, რომ ცივსისხლიანობით და პრაგმატული მიდგომებით არ გამოვირჩევი არც ზოგადად და არც განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე გაჭირვებას, დაბალი სოციალური ფენის მხარდაჭერას, ნებისმიერი სუსტის, უსუსურის და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარებას ეხება.
პირველი ჩემი ინსტინქტი, ფაქტობრივად ყოველთვის არის: „ვაიმე, უნდა გადავარჩინოთ!“
მაგრამ, მშვიდ და „გონებაგადაწმენდილ“ მდგომარეობაში, რაციონალურად დაფიქრების და არც ისე რთული ლოგიკის ჩართვის შემდეგ, ვეჩეხები სერიოზულ პრობლემებს.
ამ პრობლემებზე მინდა დავწერო და შეძლებისდაგვარად გავშალო.
სანამ დავიწყებდე, ხაზს გავუსვამ ძალიან მკაფიოდ, რომ არ ვსაუბრობ გამონაკლისებზე, უბედურ შემთხვევებზე და არასტანდარტულ სიტუაციებზე.
საქართველოში ადამიანებს ძირითადად, ყველაზე მეტად ორი რამე აღარიბებს: ბავშვის გაჩენა და ფარმაცევტია.
ბავშვის გაჩენა, ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისგან განსხვავებით, არჩევანია, ნებაყოფლობითია და თავიდან ბოლომდე ადამიანის ნება-სურვილზეა დამოკიდებული (ასეა ეს, როგორც არ უნდა შემომიტრიალოთ).
ახლა, მოდით, დავითვალოთ რა ჯდება 1 ბავშვის გაზრდა ისე, რომ უზრუნველოვყოთ მისთვის ყველა საბაზისოდ აუცილებელი საჭიროება (ამ საჭიროებების უზრუნველყოფა აუცილებელია იმისთვის, რომ ბავშვი გაიზარდოს მეტ-ნაკლებად ჯანმრთელი, როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად):
(აქვე, მადლობა ამ ხარჯების გამოთვლაში Irine Nadaraia -ს დახმარებისთვის)
ბავშვების უმრავლესობა, მინიმუმ 6 თვემდე ჭამენ დედის რძეს და ეს იმ შემთხვევაში, თუ დედის ორგანიზმი ამის საშუალებას იძლევა.
თუ დედა ორსულობაში და მშობიარობის შემდეგ არ იკვებებოდა შესაბამისად და არ ჰქონდა წვდომა ყველა საჭირო ნუტრიენტზე, შესაძლოა მას რძე ან საერთოდ არ ჰქონდეს, ან გაცილებით მალე დაუშრეს.
მოდით, მაინც, მეტ-ნაკლებად სტანდარტულად მივყვეთ:
ხელოვნური კვება (რამდენიმე თვის შემდეგ): ხელოვნური კვების ფასები (სველი და მყარი საკვების მიქსიც რომ დავთვალოთ) - ჯამში, საშუალოდ 100 ლარი ჯდება თვეში
საფენი: დღეში 6 საფენი მაინც არის საჭირო, თვეში 2 – 2.5 მეგა შეფუთვა - ჯამში საშუალოდ 130 ლარი თვეში.
ბოსტეულის პიურეები: 2-3 სახეობის, მაღალი საკვები ღირებულებებით გამორჩეული ბოსტნეულის პიურე (რაც აუცილებელია ბავშვებისთვის) - ჯამში, საშუალოდ 100 ლარი მაინც ჯდება თვის ჭრილში.
ხილი: მორიგი აუცილებელი პროდუქტი, რომელიც საჭიროა ბავშვისთვის - თვეში, საშუალოდ 50 ლარი მაინც ჯდება.
ხაჭო: სავარაუდოდ ცილის მაღალი შემცველობის გამო იყენებენ ხშირად ბავშვის კვებაში - თვეში 18 ლარის ამბავია
ხორცი: ბავშვისთვის სანდო ხორცის მოპოვება ძალიან რთულია და ალბათ ძალიან ძვირიც (მე არ ვჭამ ხორცს), შესაბამისად, არჩევანს დედები ხშირად აკეთებენ.
ბავშვების მზა ფაფებზე - ჯამში, საშუალოდ 50 ლარი მაინც ჯდება თვეში.
ეს ყვეეეეელაზე საბაზისო საჭიროებები რომ შევაჯამოთ (მინიმალური ფასებით დათვლილი), ჯამში 1 პატარა ბავშვზე თვეში, საშუალოდ 400 ლარი გამოდის (ხელოვნური რძის ფასი არ შემიყვანია).
ახლა ჩამოვწეროთ ის სხვა საბაზისო საჭიროებები, რაც პატარა ბავშვებს ასევე აუცილებლად სჭირდებათ:
სხვადასხვა წამლები და ვიტამინები
კრემები (გამომწვარი ტაკოსთვის მაგალითად)
დასაბანი გელი
საწოვარა, ბოთლი
ერთი-ორი სათამაშო მაინც
პირსახოცი, პლედი, დასაფენი
საწოლი, ეტლი
ბევრი ტანსაცმელი (რადგან ძალიან სწრაფად იზრდებიან)
დამატებითი სამედიცინო საჭიროებები (მაგალითად მასაჟები)
ამ ყველაფრის ფასები არ ვიცი, მაგრამ ზემოთ გაწერილ ბიუჯეტში (400 ლარში) რომ ვერ ჩავეტევით, ხომ ცხადია. ანუ, ხარჯი კიდევ უფრო გაიზარდა, ზუსტად რამდენით, ვერც ვითვლი.
შემდეგ ბავშვი იზრდება, უჩნდება უფრო მეტი მოთხოვნილებები.
მაგალითად:
ელემენტარული ორცხობილის და ნაყინის,
ცოტა მეტი სათამაშოსი,
ცოტა ლამაზი ტანსაცმლის (და არა სხვისი ასჯერ გამონაცვალი, დალაქავებული მაიკის და გაცვეთილი ბოტასის)
რომელთა ფასებიც ჩემზე კარგად იცით და აღარც ჩამოვწერ.
თავდაპირველად დათვლილი 400 ლარიანი ბიუჯეტი, რომელშიც ხელოვნური რძე, წამლები და პლედებიც კი არ შედიოდა, უკვე სად გაფრინდა, ითვლით ხო ჩემთან ერთად?
შემდეგ იწყება სკოლა და საბაზისო და აუცილებელი ხარჯებიც იზრდება:
სკოლის წიგნების,
რვეულების
და სხვა საკანცელარიო მასალებით.
აღარაფერს ვამბობ დამატებით წრეებზე და ნებისმიერი სახით ბავშვის დამატებით განვითარებაზე. იქნება ეს სპორტზე, ხელოვნებაზე, თუ რომელიმე სხვა, გონებისა და სხეულის განმავითარებელ, თუ გასართობ წრეზე სიარული.
და ახლა, წარმოიდგინეთ, რომ ხართ გაჭირვებული, დაბალი სოციალური ფენიდან.
სკოლის ასაკის ბავშვისთვის, პირველ რიგში, დაივიწყეთ ყველანაირი საგანმანათლებლო თუ გასართობი წრე.
ანუ, ბავშვი რჩება ძალიან სუსტი და ფაქტობრივად ჩამოშლილი, საჯარო განათლების ამარა.
ასეთმა ბავშვმა, რომელსაც ნაყინი არ უჭამია 3 თვეა, სკოლაში გაცვეთილი ბოტასით დადის და 8 რვეული რომ სჭირდებოდა მხოლოდ 3-ის ყიდვა შეძლეს.
მშობლებმა - აი ასეთმა ბავშვმა უნდა მიაღწიოს ცხოვრებაში ისეთ კოლოსალურ წარმატებას, რომ ამ გაჭირვებიდან თავად მაინც ამოვიდეს ოდესმე, ის კი არა, რომ მშობლებიც ამოიყვანოს, თავად მაინც რომ ამოვიდეს.
ამას დავუმატოთ ის ფსიქოლოგიური ტრავმაც, რომელიც გაჭირვებაში ცხოვრებას მოსდევს ყველა ადამიანისთვის და მით უმეტეს ბავშვისთვის და რა მძიმე ცხოვრებისეულ პრობლემებს ტოვებს ეს ტრავმები.
ასევე, გაჭირვებულ და დაბალი სოციალური ფენის ოჯახებში ძალიან, ძალიან ხშირია დამატებითი ჯანრმთელობის პრობლემები, რადგან მალნუტრიცია და არასაკმარისი ზრუნვა, განსაკუთრებით ბავშვებში, იწვევს უამრავ დაავადებას, რომლის მკურნალობა ჯდება ძალიან ძვირი, ისეთი ძვირი, რომ ის 400 ლარი რაც თავიდან დავითვალეთ, რამდენი ათასი ლარია უკვე და რამდენი ნული უნდა მივუწეროთ, ვერც კი ვხვდები.
კიდევ უფრო დავამძიმებ მდგომარეობას და გეტყვით, რომ ჯერ კიდევ ორსულობაში, მალნუტრიციული და ზრუნვამოკლებული დედისა და მამის ნაყოფი ვითარდება არაჯანსაღად და ძალიან მაღალი რიცხვი გვაქვს შშმ ბავშვების, კონკრეტულად დაბალი სოციალური ფენის ოჯახებში, რაც ხვდებით უკვე რა კატასტროფაა მაშინ, როდესაც თანხებთან ერთად, საკმარისი ცოდნა და ცნობიერებაც არ არსებობს ასეთი ბავშვების გაზრდისთვის.
ახლა, წარმოიდგინეთ, რომ სახლში 1 ბავშვი კი არ გყავთ, არამედ გყავთ მაგალითად 3 და გადაამრავლეთ ეს ხარჯები 3-ზე.
და ბოლოს წარმოიდგინეთ, რომ ის 400 ლარი, ზემოთ რომ დავთვალე (აი, არაფერში რომ არ გვეყო, მაგრამ მაინც, რატომღაც 400-ს ლარს რომ არ გაცდა)
საერთოდ არ გაქვთ და ცხოვრობთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე დახმარებით.
(120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი (ეს არის ყველაზე დაბალი შეფასება), ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე იღებს 150 ლარის ოდენობის შემწეობას 2021 წლის 1 ივლისიდან, მანამდე 50 ლარი იყო ეს დახმარება).
ყველაზე მძიმე პრობლემა ის არის, რომ ამ ყველაფრის ფონზე, საქართველოში, გაჭირვებული, დაბალი სოციალური ფენის ადამიანები, ბავშვების გაჩენას იწყებენ ძალიან, ძალიან პატარა ასაკიდან და აბსოლუტურად ყველანაირი წინასწარი ფინანსური შემზადების გარეშე (არასაკმარისი განათლებით, ბუნდოვანი პროფესიულო მომავლით, ძალიან მძიმე ინფრასტრუქტურული პირობებით და ფაქტობრივად თავად ბავშვები).
ვსვამ კითხვას: როგორ უნდა ამოვიდეს ადამიანი ამ უკიდეგანო გაჭირვებიდან, როდესაც საკუთარ თავს ამ ხარჯებს თავისი ნებით, თავის არჩევანით, თავის სურვილით, ყოველი ახალი ბავშვის გაჩენისას, თავად უორმაგებს, უსამმაგებს, უოთხმაგებს?
ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი საჭიროებების 90%-იც კი ვერ კმაყოფილდება ვერც ერთი ბავშვისთვის?
ხომ ცხადზე ცხადია, რომ ეს ბავშვები ყოველდღიურ ტანჯვაში ცხოვრობენ?
ხომ ცხადზე ცხადია, რომ ასე გაზრდილი (ან საერთოდ როგორ ზრდიან) ბავშვის ტვინი, გონება, ვერასდროს იქნება ისე განვითარებული, რომ რაიმე ღირებული ისწავლოს, აითვისოს და შეძლოს ღირსეული ცხოვრებისთვის ბრძოლა ოდესმე? ოდესმე მაინც ამ გაჭირვებიდან თავად მაინც ამოსვლა (მშობლებზე აღარ ვსაუბრობ)?
ხო ცხადზე ცხადია, რომ ამ ბავშვების 99.9%-ს უსერიოზულესი ფსიქოლოგიური ტრავმები აქვთ (სხვა ჯანმრთელობის პრობლემებზე რომ არ ვისაუბროთ)?
ახლა ვისაუბროთ ზრდასრულებზე, მშობლებზე:
როდესაც ამდენი ოჯახის წევრი გყავს გადასარჩენი, როგორ უნდა განვითარდე თავად პროფესიულად? რა, როდის, ან როგორ უნდა ისწავლო? ან რამდენი უნდა იმუშაო, ან სად უნდა იმუშაო, ან როგორ უნდა იმუშაო, რომ ამ გაჭირვებას თავი დააღწიო ოდესმე?
მით უმეტეს, რომ ოჯახის ორივე წევრის (დედისა და მამის) მუშაობა გამორიცხულია მაშინ, როდესაც რამდენიმე შვილი გყავს (1 შვილს კიდევ დაუტოვებ ბებია-ბაბუას, თუ ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არის, მაგრამ რამდენიმეს - ვერ), ანუ გამოდის, რომ სამუშაო ძალაც იკლებს.
და რამდენი ლარი უნდა ასხას სახელმწიფომ დახმარებებში, რომ ვინმეს ეს რამეში ეყოს?
ან საიდან უნდა მოიტანოს ჩვენნაირმა სახელმწიფომ ამდენი ფული, ან ვის უნდა მოაკლოს, ან რატომ უნდა მოაკლოს, იმიტომ რომ ვიღაცას მე-4 შვილის გაჩენა მოუნდა მაშინ, როდესაც იმ 3-სთვის პამპერსის და საჭმლის ყიდვაც არ შეუძლია?
რამდენიმე ხნის წინ მომწერა ერთმა ადამიანმა ასეთი ტექსტი:
„ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებთ, გთხოვთ, დამეხმარეთ, მყავს 5 შვილი: ბიჭი 5 წლის, გოგოები 4 წლის, 3 წლის, 2 წლის და პატარა შემეძინა ბიჭი 9 თებერვალს დაიბადა (ამ წლის).
მესაჭიროება პამპერსი 6 და 2 ზომა, საკვები: კარტოფილი, ზეთი, ხახვი, თეთრეული: ადიალა.
მეუღლე მყავს ცეროზით დაავადებული და ვასმევ ღვიძლის შემანარჩუნებელს - კარსილს.
გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ შეშით და ტელევიზორით დამეხმარეთ.
ვცხოვრობ ვაზიანში“
და მოჰყვებოდა სახელი, გვარი, უფრო დეტალური მისამართი და ანგარიშის ნომრები.
ახლა გადაითვალეთ ამ ადამიანის ყოველთვიური საბაზისო, (აი უუელემენტარულესი) საჭიროებები და მითხარით What the actual fuck is wrong with this country?
რა ერთჯერადი დახმარება შემიძლია on earth ამ ადამიანს მე აღმოვუჩინო (აი, თუნდაც პირობითად, 10 000 ლარიც რომ შევუგროვო, როგორ უნდა მოვახერხო ეს, ყოველ ასეთ ჯერზე, არ ვიცი, მაგრამ ვთქვათ, მოვახერხე), რომ ამ გაჭირვებიდან, რაშიც ჩავარდნილია 5 შვილით, ამოვიყვანო (ისევ შეგახსენებთ, გადაითვალეთ 5 შვილის ელემენტარული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო და + მშობლების თუნდაც მხოლოდ არსებობისთვის საჭირო ხარჯები)?
და ან რამდენ ასეთ ადამიანს შეიძლება საზოგადოება და სახელმწიფო დაეხმაროს? (იცით, ერთ ადამიანს რომ ეხმარები და ამაზე პოსტს წერ (აბა ისე როგორ დაეხმარები), მერე 10 გწერს მსგავსი? იცით ეს რამხელა სტრესია? და იცით, რომ ეს დაუსრულებელია მანამ, სანამ რაღაც დროს უბრალოდ ძალიან მკაცრად და უხეშად არ იტყვი, რომ არა! არ შეგიძლია ამდენი, საკმარისია?!)
ვიცი, ბევრჯერ დავსვი ერთი და იგივე კითხვა, ბევრჯერ გავიმეორე ერთი და იგივე, მაგრამ იქნებ ამ გზით მაინც შევიდეს ჩვენს გონებაში მარტივი ჭეშმარიტებები!!
ჩვენ გვაღარიბებს ისეთი „დემოგრაფიის გაზრდა“, როდესაც ამის რესურსი არ გვაქვს და ეს არ არის რეალურად დემოგრაფიის გაზრდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ სიღარიბის გაღრმავებაა და ადამიანების კიდევ უფრო დიდხანს ჭაობში და გაჭირვებაში ჩატოვებაა.
და ის ფარმაცევტული პროდუქტებიც მერე იმიტომ გვჭირდება უფრო და უფრო და უფრო და უფრო მეტი, რომ ვეღარ „უქაჩავს“ ნაშიმშილარ ადამიანს ორგანიზმი ვერც ორსულს, ვერც ნაყოფს, ვერც ბავშვს და ვერც შრომაში წელში გაწყვეტილ ქალს თუ კაცს და მით უმეტეს მოხუცს ვეღარ უქაჩავს, რომელსაც ასეთი ცხოვრება აქვს გამოვლილი.
რომელ ქვეყანაში გინახავთ 1 ქუჩაში 50 აფთიაქი? რატომ ვახრჩობთ საკუთარვე თავებს ამ ჭაობში?!
და მერე, ვიღაც გამომიხტება და ცხოველებს რო ეხმარებით, ხალხს, მიხედეთ, ხალხს, მოცლილები რომ ხართო.
გინდათ მოგიყვეთ კომპანიონი ცხოველები (ანუ, ძაღლები და კატები) როგორ გაჩნდნენ ქუჩებში, ან რატო მრავლდებიან, ან რატომ იტანჯებიან და კვდებიან უსასტიკესი სიკვდილით, ქუჩაშივე, ყოველ დღე?
ადამიანების გამო!! თქვენს გამო!! თქვენ მოიყვანეთ ჯერ სახლში, მერე თქვენ გამოაგდეთ ქუჩაში, მერე თქვენ გაამრავლეთ ქუჩაშივე (იმიტომ რომ, რაის სტერილიზაცია კასტრაცია აბა) და სახელმწიფოც რომ თქვენნაირი გყავთ, იმიტომაც კიდია ეს ყველაფერი ფეხებზე და მე მელოდება მის გასაკეთებელს როდის გავაკეთებ!
ძალიან სხვაგან რომ არ წავიდე (ეს კიდე ცალკე დიდი პოსტის თემაა), ადამიანებმა უნდა დავიწყოთ რაციონალური აზროვნება და ანალიტიკური უნარები უნდა განვივითაროთ.
დღეს, რასაც საკუთარ თავებს ვუკეთებთ, ეს არ არის არც დემოგრაფიის ზრდა და არც რაიმე გამოსავალი.
ეს არის დანაშაული, პირველ რიგში ბავშვების წინაშე, იმ ბავშვების, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ და არ იმსახურებენ ასეთ ტანჯვაში ცხოვრებას!
ნუ არეცხინებთ ტვინებს რელიგიას!! არა, „ღმერთი“ რამდენსაც მოგცემთ, იმდენი შვილი არ უნდა გააჩინოთ.
ღმერთი არ გაგიზრდით იმ შვილებს, ერთადერთი რაც მოხდება არის ის, რომ ვერასდროს ამოხვალთ ამ გაჭირვებიდან, ვერასდროს! ვერც თქვენ, ვერც თქვენი შვილები და ვერც იმათი შვილები.
ნურც ის გგონიათ, რომ მეტი შვილი მეტი სახელმწიფო დახმარება ან მეტი „მუშა ხელია“ სახლში. მაკარონზე და პურზე გაზრდილი ბავშვი ვერ ამოგიყვანთ გაჭირვებიდან, ვერასდროს!!
ნუ ზრდით სხვადასხვა დაავადებების მქონე, ან შშმ ბავშვების რაოდენობას ქვეყანაში, პირველ რიგში ბავშვებს ნუ უკეთეთ ამას და მერე საკუთარ თავებს.
!!და სახელმწიფო დახმარებების 50-50 ლარით გაზრდაზე რომ არის ორიენტირებული, იმის მაგივრად რომ თუნდაც რეპროდუქციული განათლების ხელმისაწვდომობასა და ზოგადი ცნობიერების გაზრდაზე ზრუნავდეს, ეს მათი უკუღმართი, უპასუხისმგებლო და პოპულისტური ქცევები კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც ვმოძრაობთ ამ წრეზე.
მოკლედ, ცხოველებს ნუ ეხმარებით, ხალხს დაეხმარეთ კი არა, გამოფხიზლდით ხალხო! გონს მოეგეთ!!“ - წერს ნათია ჩიქოვანი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„...ეს მადლობა გარდაუვალად უნდა მეთქვა“ - გიორგი კეკელიძის ემოციური პოსტი
🔵„კარგი დღეა დიეტის დასაწყებად“ - მიხეილ ცაგარელის დღის რჩევა