
მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
გიორგი კეკელიძე, ძაღლთან სასტიკი მოპყრობის ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ სოციო და ფსიქოპათიის ჩანასახის ერთი ნიშანი სწორედ მსგავსი ქცევების კომპლექსია.
„მშობლიურმა პროგრესულმა წრემ, აქაც გამოიჩინა არნახული სიბრიყვით თავი და ვითომ ჰუმანიზმის სასარგებლოდ, დასახიჩრებული ძაღლის გამო წუხილს, ადამიანთა და ცხოველთა მოყვარეების დაუნდობელ ბრძოლად წარმოაჩენს. სიბრიყვის გარდა, მავნებლობაა ეს მენერული ბოდვა - ,,პატარა ბავშვებს ერჩიან ძაღლების მოყვარულები!"
ის, ვინც ცხოველს აწამებს, სამომავლოდ აწამებს ადამიანსაც, თუ არა - ახლა. ბევრი მიზეზის გამო, ზოგიერთ ბავშვში ქცევის ეს მოდელი შემჩნეულია და შესაძლებლობის მიხედვით ვლინდება ნებისმიერი ცოცხალი არსების მიმართ. ასეთი ბავშვების დასჯა კი არა - მკურნალობაა აუცილებელი და ნებისმიერი კვალიფიციური ფსიქიატრი იგივეს გეტყვით - სოციო და ფსიქოპათიის ჩანასახის ერთი ნიშანი სწორედ მსგავსი ქცევების კომპლექსია.
ჰოდა, მეგობრებო, ნუ იჭრით თავს. თორემ რასაც ებრძვით - თითქოს ვიღაცებს ცხოველი ადამიანზე უპირატესი ჰგონიათ - უნებლიედ სერიოზულ საფუძველს მისცემთ“- წერს კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მიყვარხარ“- რა ფოტოს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია მეუღლესთან ერთად
🎥 „შეიძლება ბევრი გაბრაზდეს, მაგრამ...“- რას ფიქრობს ნატალია ნაყოფია თაობათა ურთიერთობის პრობლემაზე