ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, იუბილარია.
იგი 36 წლის გახდა და სოციალურ ქსელში უამრავი მილოცვა მიიღო.
გამომწერებმა მას ბედნიერება, წარმატება და სიყვარული უსურვეს:
„ჩემო გოგო, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ! იცი როგორც მიყვარხარ“.
„დაბადების დღეს ვულოცავ, ბავშვობის „ქრაშს“.
„შენ ხარ გულწრფელი, საოცრად მშრომელი და არაჩვეულებრივი გოგო. გისურვებ ყოველთვის ბედნიერი, წარმატებული და სიყვარულით სავსე ცხოვრებას!“, - წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, ოლივერის მერე მეორე ვაჟი შეეძინათ. პატარას შიო-რიუვენი დაარქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, სეტყვა...“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდზე