Digest Logo

„ნურაფრის ნუ გეშინიათ, ზღაპრის ბოლო კეთილია... ბიჭებო, მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ“ - გოგა ჩანადირი ქართველ ფეხბურთელებს ამხნევებს

1719395425
გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს მნიშვნელოვანი მატჩის წინ ამხნევებს.

„დღეს დიდი დღეა ბიჭებო!

რთული ამოცანაა პორტუგალიის დამარცხება, მაგრამ ყველაფერი შეიძლება.
შარშან ამ დროს 21-წლამდელებში მათი ნაკრები ხომ დავამარცხეთ?

დღეს თქვენ უფრო გჭირდებათ მოგება და გამარჯვების შანსიც თქვენ უფრო მეტი გაქვთ. მერე, რა, რომ პორტუგალიელთა გუნდში ბევრი სახელმოხვეჭილი ფეხბურთელია?

დღეს სახელები კი არა, თავდადება, ერთიანობა, დისციპლინა, კონცენტრაცია, სიმშვიდე წყვეტს თამაშის ბედს.
ნურაფრის ნუ გეშინიათ, ზღაპრის ბოლო კეთილია!

ბიჭებო, მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ!

რა შედეგითაც უნდა დამთავრდეს დღევანდელი თამაში, იცოდეთ, რომ თქვენ მიმართ უდიდესი მადლიერება და პატივისცემა გვაქვს.

ევროპირველობაზე გასვლით უდიდესი ბედნიერება მიანიჭეთ სრულიად საქართველოს. თქვენც უდიდესი გამოცდილება მიიღეთ და ამით უფრო დიდი წარმატებებისკენ გაჭერით გზა.

ნუ შეუშინდებით სახელებს! მთავარი სახელი საქართველოა!

წინ, ბიჭებო!

წინ, საქართველო!“, - წერს გოგა ჩანადირი.

დღეს, 26 ივნისს საქართველო პორტუგალიას დაუპირისპირდება. ეს არის ევროპის ჩემპიონატის, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი. იმისთვის, რომ საქართველომ ასპარეზობა მერვედ ფინალში გააგრძელოს და ჯგუფური თამაში დაძლიოს გამარჯვება სჭირდება. დაპირისპირება ქალაქ გელზერკინხენშია, რომელიც საქართველოსთვის არ არის უცხო, რადგან თავის დროზე იქ ლევან კობიაშვილი და ლევან ყენია ასპარეზობდნენ. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი მისდამი გვერდში დგომა არის მამაშვილური კავშირი“ - რას ჰყვება მამა იოანე ხეცურიანი გიორგი მამარდაშვილზე

🎥 „შეთანხმება მოხდა ჩემს აღმზრდელ მამასა და ბაბუას შორის...“ - რას ჰყვება ჟურნალისტი მაია პაპიძე

⭕„მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ისტორიას კიდევ ერთი ფურცელი შევმატოთ“ - ხვიჩა კვარაცხელია