Digest Logo

🎥 ნუცა ბუზალაძე გრემის აკადემიის წევრი გახდა - „რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი“

1783684538
ნუცა ბუზალაძე

მომღერალი ნუცა ბუზალაძე სოციალურ ქსელში აქტიურობითა და გულშემატკივრებთან მუდმივი, უშუალო კომუნიკაციით გამოირჩევა. 

მან გამომწერებს სასიხარულო ინფორმაცია გაუზიარა. 

მომღერალი გრემის აკადემიის წევრი გახდა:

„არ ვიცი რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი. 

ახლა ვარ პოზიტანოში, იტალიაში და მივდივარ კაპრიზე,  არაჩვეულებრივია, მაგრამ დღეს ჩემთვის კიდევ ერთი სასწაული მოხდა, რამაც ეს დღე უფრო მეტად დაუვიწყარი გახადა.

დღეს გავხდი გრემის აკადემიის წევრი“, - ამბობს ნუცა ბუზალაძე. 

ცნობისთვის, ამერიკაში მცხოვრები მომღერალი საკუთარ პლატფორმაზე ხშირად აზიარებს არა მხოლოდ შემოქმედებით სიახლეებს, არამედ პოზიტიურ გზავნილებს, რომლებიც ადამიანებში მოტივაციისა და კარგ განწყობის ამაღლებას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ:

📸 კახა კალაძე სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს

ნინი ქარსელაძე ზაფხულის ცხელ დღეებს სანაპიროზე ატარებს - მომღერალი ახალ ფოტოებს გვიზიარებს

„რომ იცოდეთ ასეთ ადამიანებს საბოლოოდ რა ბედი ელით, ხილვაც კი შეგეშინდებათ...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე