ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს.
ამჯერად ლობჯანიძემ ახალი პოსტი გაავრცელა, სადაც შავი მაგიის და რიტუალების შესახებ ისაუბრა:
„ბევრჯერ მეკითხებიან და ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ საერთოდ დღეს ძალიანაა გავრცელებული მაგიური რიტუალებით სხვათა დაზიანება.
ამ დროს, ერთი რამ უნდა გახსოვდეთ: სიკეთე ყოველთვის განსაცდელით გამოიცდება, ხოლო ადამიანი თავისი არჩევანით ხდება იმ ძალის მორჩილი, რომელ ძალასაც უხმობს.
ე.წ. შავი მაგია ან აღნიშნული ძალის დესტრუქციული გამოყენება, ეს შინაგანი სიცარიელის ნიშანია, რომელიც ვერასდროს შეივსება სიბნელით.
ყველა ქმედება, რომელიც სხვისი ბედის დამორჩილებას ცდილობს, პირველ რიგში თავად მოქმედის სულს აკარგვინებს თავისუფლებას.
სამყაროს უხილავი კანონია, რომ ის შურისძიებით კი არ მოქმედებს, არამედ, აღადგენს წონასწორობას. ამიტომ, რასაც გააკეთებ, გზად დათესილი დაგხვდება შედეგის სახით.
ყველაზე დიდი სასჯელი ის კი არ არის, რომ ბოროტება უკან ბრუნდება, ყველაზე დიდი სასჯელი ისაა, რომ ბოროტებას მიჩვეული სული ვეღარ ცნობს სინათლეს, როცა ის მის წინ დგას.
დემონთან თანამშრომლობას დემონური რეზულტატი ახლავს თან. მასაც შეუძლია ბევრის მოცემა, თუმცა საკუთარი სულის სანაცვლოდ და რომ იცოდეთ ასეთ ადამიანებს საბოლოოდ რა ბედი ელით - ხილვაც კი შეგეშინდებათ.
ამიტომ, ასეთ ხალხს და საქმეს ერიდეთ. ადრე თუ გვიან თავად უფალი გადაუხდის ყველას სამაგიეროს“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არის ერთი ნაბიჯი სიყვარულიდან სიძულვილამდე? - ფსიქოლოგის განმარტება
⭕„თუ მართლა გვიყვარს ჩვენი შვილები, უნდა ვაღიაროთ ეს ამბავი...“ - რას წერს მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე