
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებულმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ნუკი კოშკელიშვილის ბრენდზე „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ ვიტამინების დანამატზე, თქვა, რომ მისი ადგილი ნაგვის ურნაშია, ტელეწამყვანმა მორიგი ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ნუკი ამბობს, რომ აღარასდროს, არც ერთ ბლოგერს პასუხს აღარ გასცემს, ვინც მის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი:
„ოფიციალური განცხადებაა და გთხოვთ, გაავრცელეთ.
გადავწყვიტე, აღარასდროს, არცერთი პირობით და ვითარებაში აღარ გავცე პასუხი ბლოგერებს, ვლოგერებს, ვისაც ჩემს წინააღმდეგ აქვთ აგორებული ხელოვნურად რაღაცები.
ხომ შეიძლება ერთხელ დაწერო რაღაც და მოისვენო, არა, მათ სურთ პასუხი, სკანდალი და დაუმთავრებელი პინგ-პონგი.
მე ვიყო ტოროლა, თუ ვინმეს ვუპასუხო უარყოფითად ვინც არის განწყობილი“, - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა არჩევანს უცილობლად შესატყვისი შედეგი მოსდევს, თუ გათენება გსურს, მზე არ უარყო“ - გია მურღულია