
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარემ და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებულმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ მიმართვა გაავრცელა, სადაც ნუკი კოშკელიშვილის ბრენდი „ნუკი კოსმეტიკი“, კერძოდ ვიტამინების დანამატი, მისი შემადგენლობის გამო გააკრიტიკა.
როგორც ფხაკაძე წერდა, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტმა დაადგინა, რომ VITANUKI Beauty Vitamin Blend ამჟამად არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს და არ არის რეკომენდებული.
სოციალურ ქსელში პროდუქტის კრიტიკას ნუკი კოშკელიშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი ფხაკაძე ფულს ითხოვს და მას თაღლითად მიიჩნევს.
მოგვიანებით, ამ განცხადებას ფხაკაძის მორიგი განცხადება მოჰყვა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე წერდა, რომ ნუკის ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებდა.
ნუკი კოშკელიშვილმა პროდუქციასთან დაკავშირებით ყველა საბუთი გაასაჯაროვა, ამას კი საპასუხოდ გიორგი ფხაკაძის მორიგი ვიდეომიმართვა მოჰყვა:
„ნუკი, მადლობა შენი ვიდეოსთვის, მადლობა, რომ პრაქტიკულად შეასრულე ჩემი თხოვნა და დადე სერტიფიკატები. მიხარია, რომ პასუხობ მომხმარებლების მოთხოვნებს.
რაც შეეხება სერტიფიკატებს, ის არ არის FD-ის მიერ გაცემული. აგერ, ნახე როგორ გამოიყურება ნამდვილი FD-ის მიერ გაცემული სერტიფიკატი. შენ რეკომენდაციას უწევ ისეთ ვიტამინს, რომელიც საშიშია ორგანიზმისთვის და ეს შემადგენლობა აკრძალულია საფრანგეთში.
ჰო და შენი ვიტამინების ადგილი აი, აქ [ნაგვის ურნა] არის, ეს უფრო სუფთაა...“, - ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/share/r/1BLNE5owHZ/
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა არჩევანს უცილობლად შესატყვისი შედეგი მოსდევს, თუ გათენება გსურს, მზე არ უარყო“ - გია მურღულია